Mundo Deportivo-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, “ბარსელონა” “ლაიფციგის” შემტევი ნახევარმცველით, დანი ოლმოთი ისევ ინტერესდება.
წყარო იტყობინება, რომ “ბარსელონამ” ამ კვირის ბოლოსთვის 23 წლის ფეხბურთელის აგენტთან შეხვედრა ჩანიშნა.
იმავე წყაროს ცნობით, “ბლაუგრანა” მიიჩნევს, რომ ოლოსთან პირადი შეთანხმების მიღწევა იოლი იქნება, თუმცა, პრობლემა ისაა, რომ “ლაიფციგი” ესპანელი მოთამაშის იანვარში გასაშვებად მზად არაა.
უკვე ცნობილია, რომ “ბარსას” მთავარ მწვრთნელს, ჩავი ერნანდესს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გუნდის გაძლიერება სურს. ამისთვის იდეალური ვარიანტი სწორედ ოლმოა, რომელსაც თამაში როგორც ნახევარდაცვაში, ასევე შეტევის ფლანგებზე შეუძლია.
დანი ოლმო “ბარსელონას” სკოლის აღზრდილია. მან კატალონიური კლუბი 2014 წელს 16 წლის ასაკში დატოვა, რის შემდეგაც ზაგრების “დინამოს” მიაშურა. ესპანელი “ლაიფციგში” 2020 წლის იანვრიდან ირიცხება.
აი 16 წლის ბარსელონიდან ზაგრებში რატო უნდა წავიდეს თუ მართლა არ გააგდეს?
მე პირადათ ფერან ტორესი მირჩევნია არვივი ვისთვის როგორ
დემბელეში გაცვლა არ უნდა ლაიფციგს?! მაგრამ დემბეელე გაიგიჟებს თავს და უარს იტყვის
ფლანგისათვის და ცრუ 9-იანისატVის იდეალური იქნება, ამ შემტხვევაIშ ანსუს 9-იანზე დამკვიდრება კითხვას აღარ იწვევს, ცენტრფორვარდი და მორჩა
თან დანი ის ფეხბურთელია, ვისაც 120 წუთი სირბილი შეუძლია მოედანზე
ეს კაი როჟაა, თან ლა მასიელია და არც ხრუსტალი არ არის