ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 29 ნოემბერი

ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 29 ნოემბერი

წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 29 ნოემბერს მოხდა.

თამაშები

29 ნოემბერს “ბარსელონამ” 17 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 11 მოიგეს, 1 ფრედ დაასრულეს და 5 წააგეს.

1899 წელი

ხიმნასიო სოლეში შეკრების დროს დაარსდა საფეხბურთო კლუბი “ბარსელონა“.

1959 წელი

ენრიკ გენსანამ “ელ კლასიკოში” აპენდიციტის შეტევით ითამაშა, მაგრამ გუნდს ამან ვერ უშველა და “ბარსელონამ” 0-2 წააგო. თამაშის დასრულებისთანავე გენსანა სასწრაფოდ საოპერაციოდ წაიყვანეს.

2009 წელი

“ბარსელონამ” “ელ კლასიკოზლატან იბრაჰიმოვიჩის ერთადერთი გოლით მოიგო.

ეს თამაში პეპ გვარდიოლასთვის ლა ლიგაში მწვრთნელად ჩატარებული 50-ე შეხვედრა გამოდგა.

2010 წელი

“ბარსელონამ” “რეალ მადრიდი” 5-0 გაანადგურა. გოლები ჩავიმ, პედრომ, ვილიამ (2) და ხეფრენმა გაიტანეს.

2020 წელი

ლიონელ მესიმ “ოსასუნასთან” გატანილი გოლი დიეგო მარადონას ხსოვნას მიუძღვნა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (2)

  • Bobi
    schedule 29 ნოე 2021, 15:53

    მთავარი დღეა. 😄💙❤️

  • C.PC5
    schedule 29 ნოე 2021, 12:29

    ბარსას დაბადების დღესთან ერთად კიდე არაერთი დასამახსოვრებელი ფაქტი მოხდა ამ დღეს, თან ყველა ჩვენთვის სასიხარულო. იმედია ამ კიდე ერთი დაემატება✊🙏❤️ vamos leo!!!