ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 25 იანვარი

ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 25 იანვარი

წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 25 იანვარს მოხდა.

თამაშები

25 იანვარს “ბარსელონას” 20-ჯერ უთამაშია. კატალონიელებმა 10 მატჩი მოიგეს, 5 ფრედ დაასრულეს და 5 წააგეს.

1942 წელი

“ლეს კორტსზე” გამართულ შეხვედრაში “ბარსელონა” “რეალ მადრიდთან” ანგარიშით 0-2 დამარცხდა. სტუმართაგან თავი დუბლით მანუელ ალდაიმ გამოიჩინა.

1948 წელი

“ბარსელონამ” “რეალ მადრიდი” საკუთარ მოედანზე 4-2 დაამარცხა. მასპინძელთაგან გოლები სეგერმა, ბასორამ (2) და სესარმა გაიტანეს.

1980 წელი

დაიბადა “ბარსელონას” ლეგენდარული ნახევარმცველი ჩავი ერნანდესი. 1992-1997 წლებში ასაკობრივ გუნდებში თამაშის შემდეგ, 1997-1999 წლები ჩავიმ “ბარსა ბ-ში” გაატარა, შემდეგ კი პირველ გუნდში დაწინაურდა.

“ბლაუგრანას” პირველ გუნდში ჩატარებულ 767 თამაშში მან 85 გოლი გაიტანა და 184 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ჩავიმ “ბარსელონაში” 25 ტიტული მოიგო – 8 ლა ლიგა, 3 ესპანეთის თასი, 6 ესპანეთის სუპერ თასი, 4 ჩემპიონთა ლიგა, 2 ევროპის სუპერ თასი, 2 მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი.

1984 წელი

ბარსელონა ატლეტიკსა” (ყოფილი “ბარსელონა ბ“) და მადრიდის “რეალ მადრიდს” შორის ესპანეთის თასზე ჩატარებული შეხვედრა 0-0 დასრულდა.

1989 წელი

დაიბადა “ბარსელონას” ხელბურთის გუნდის ბრაზილიელი მოთამაშე ტიაგუს პეტრუს გონსალვეს დოს სანტოსი.

1989 წელი

“კარტახენასთან” მატჩში ერნესტო ვალვერდემ “ბარსელონას” შემადგენლობაში ქვეყნის თასზე სადებიუტო თამაში ჩაატარა და გოლიც გაიტანა.

1996 წელი

დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი ადამა ტრაორე. “ლა მასიას” აღზრდილმა პირველ გუნდში 4 თამაში ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.

2018 წელი

ყოფილ გუნდთან, “ესპანიოლთან” თასზე გამართულ შეხვედრაში ფილიპე კოუტინიოს “ბარსელონური” დებიუტი შედგა.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (8)

  • ბასქუ10
    25 იან 2021, 22:31

    ჩავი❤️ ეჰ კოუ არადა ამ ბიჭს რო გაემართლებინა უდიდესი ძალა იქნებოდა მესის შემდეგ დღევანდელ ბარსაში

  • ალექსი
    25 იან 2021, 22:11

    ძალიან საინტერესოა, ყოჩაღ ავტორს, ჯიგრები ხართ

  • ტერ შტეგენი
    ტერ შტეგენი ვეტერანი
    25 იან 2021, 18:12

    ვულოცავ და იმედია მალე ვიხილავთ ბარსელონას მწვრთნელად ❤️❤️❤️

  • El pistolero 9
    25 იან 2021, 17:05

    ჩავის ვულოცავ❤❤

  • BEQA BARCA
    25 იან 2021, 11:53

    ჩავის ვულოცავ და იმედი მაქ სეზონჯს ბოლოს მოვა❤
    კოუტინიოზე როგორ იმედებს ვამყარებდი მაგრამ…😔😔

  • ROUCH
    25 იან 2021, 11:11

    ეს კაცი რო მევასებოდა ბარსაში ასე არავინ. გილოცავ იუბილეს, წარმატებები

  • Iniesta. And messi
    25 იან 2021, 11:10

    გამოსარჩევი ჩავუს დაბადებაა

  • C.PC5
    25 იან 2021, 10:01

    დღეს ჩვენი მომავალი მწვრთნელისა და ლიდერის დაბადების დღე ყოფილა!!!! გილოცავ ჩავი❤️ იმედია მალე დაგვიბრუნდები და წარმატებების მიღწევას ჩვენთან ერთად განაგრძობ!!!