მადრიდის “რეალის” ახლგაზრდა შემტევმა ვინისიუსმა განაცხადა, რომ “ბარსელონას” 18 წლის ტალანტმა პედრიმ ევროპის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის წოდება დაიმსახურა.
ვფიქრობ, პედრიმ Golden Boy-ს მოგება დაიმსახურა. მან კლუბსა და ნაკრებში შესანიშნავი სეზონი ჩაატარა, ასე რომ, ეს დამსახურებულია. ასეთი ჯილდოები ფეხბურთელს ყოველთვის თავდაჯერებულობას მატებს.
– აცხადებს ვინისიუსი El Larguero-სთან.
პედრი Golden Boy-ს გამარჯვებული გუშინ გახდა და მან ამ ჯილდოს ისტორიაში რეკორდიც დაამყარა.
კატა ვერ შესწვდა ძეხვსაო? აბა რას იტყვის მე უფრო მეკუთვნოდაო? როგორც თურმე ბენზემა ელოდება ოქროს ბურთს ეს რონალდუს ჩრდილში გაკეთებული თუ გაზრდილი.