Marca-ს ინფორმაციით, “ბარსელონას” ახალწვეულის, დანი ალვესის ხელფასი წლიურად 155 000 ათასი ევრო იქნება, რაც ლა ლიგის მიერ დაშვებული მინიმალური ანაზღაურებაა.
კარგად ცნობილია, რომ ლეგენდარულ ბრაზილიელ ფეხბურთელს კატალონიურ გრანდში დაბრუნება ყველაფრის ფასად სურდა, რის გამოც, მზად იყო, უფასოდაც კი ეთამაშა.
38 წლის ფეხბურთელი “კამპ ნოუზე” უკვე წარადგინეს. ის “ბარსაში” მინიმუმ ამ სეზონის ბოლომდე დარჩენა, შემდეგ კი, შესაძლოა, კონტრაქტი გახანგრძლივდეს.
ალვესმა 8-ნომრიანი მაისური მოირგო და თავისი ადგილი უკვე გასახდელშიც, ჟერარ პიკესა და სერხიო ბუსკეტსის გვერდით დაიკავა.
📸| Dani Alves and his locker.#FCB 🇧🇷8️⃣ pic.twitter.com/kgpkWeaNR2
— Barça Buzz (@Barca_Buzz) November 18, 2021



მეთქი კვირაში თქო და კინაღამ გავგიჟდი. 8 მილიონი გამოდიოდა. ისე ამ ლა ლიგას რა უნდა? მაქსიმუმსაც ხო უნიშნავდნენ და ეხლა მინიმუმსაც ესენი უწესებენ.
თუ კარიერას დაასრულებს და შემდეგ ხავის დამხმარედ გაიჩითება გაასწორებს