ტერ შტეგენმა ნიუკასლისგან შემოთავაზება მიიღო

ტერ შტეგენმა ნიუკასლისგან შემოთავაზება მიიღო

ინგლისური “ნიუკასლი” “ბარსელონას” პირველ მეკარეს, მარკ-ანდრე ტერ შტეგენს დაუკავშირდა. ამ ინფორმაციას Onda Cero-ს ჟურნალისტი ალფრედო მარტინესი ავრცელებს.

“ნიუკასლს” ახალი მფლობელები ჰყავს, რომლებიც გუნდის სერიოზულად გაძლიერებას და მაღალი დონის ფეხბურთელების მიწვევას აპირებენ. როგორც ჩანს, “კაჭკაჭების” ერთ-ერთი სამიზნე “ბლაუგრანას” კარის დარაჯი იყო.

წყაროს ცნობით, “ნიუკასლმა” ტერ შტეგენს შეთავაზება გაუკეთა, თუმცა, 29 წლის მეკარეს ეს არც კი განუხილავს, რადგან კლუბს ჯერ სპორტული სტრუქტურაც კი არ აქვს ჩამოყალიბებული.

ცნობისთვის, გერმანელი კიპერი “ბლაუგრანაში” 2014 წლიდან ირიცხება. მან 292 მატჩი ჩაატარა, 290 გოლი გაუშვა და 118-ჯერ კარი მშრალად შეინახა.

two_wheeler

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია arrow_forward

forum კომენტარები (5)

  • nika 54
    schedule 18 ნოე 2021, 21:59

    არვიცი მილიარდერის გუნდს ტერ შტეგენი რათ უნდა, ამ წელს იაშინის სახელობის კენჭისყრაზე ათეულშიც კი არ მოხვდა.

  • ბარსა01
    schedule 18 ნოე 2021, 14:05

    წავა და კარიერას დაინგრევს

  • NEYBarca
    schedule 18 ნოე 2021, 12:37

    ვიძახდი მე ადრე დონარუმა სანამ მილანში იყო დავითრიოთ და შტეგენი კაი ფასში გავუშვათ მეთქი , მარა ლაპორტა ისეთი ჯიუტია რო არ ითვალისწინებს ჩემს რჩევებს smile

  • EL MAESTRO 6
    schedule 18 ნოე 2021, 12:12

    გუნდში ნაგავი ფეხბურთელების არმია გვყავს: დემბელე, კოუტინიო, ბრაითვეითი, ლუკ დე იონგი, უმტიტი, ლენგლე , დესტი და მინგეზა ახალგაზრდები არიან და ჯერ ვერაფერს ვერ ვიტყვით, ხოდა ესენი ფრენკის და ტერ შტეგენის გაყიდვაზე ლაპარაკობენ,გასაგებია რომ შტეგოს რეგრესი აქვს მაგრამ კარში ვინ ჩადგება მერე? ან ფრენკის იმის გამო უშვებთ რომ კუმანის და სეტიენის ხელში ვერ გაიბრწყინა? კუმანის და სეტიენის ხელში ვინ გაიბრწყინა ერთი გამაგებინეთ? შანსი უნდა მუსცენ ორივეს და თუ არ ათამაშდნენ გაუშვან მერე

  • Davita
    schedule 18 ნოე 2021, 12:04

    შტეგენი საერთოდ აღარ მომწონს ბოლო წლებში, გასაყიდია მაგრამ ამაზე ადრე დეიონგის გაყიდვა შეიძლება, რობერტოსავით ჩამოუყალიბებელი ფეხბურთელია, ყველა პოზიციას ედება მაგრამ ვერსად ვერ ბრწყინავს, ბუსი ვერ ამოაგდო საყრდენი ზონიდან, მოკლედ შეიძლება დეიონგით ფულის გაკეთება მითუმეტეს გავი ისეთი გვეზრდება რომ 10 დეიონგს დაიკიდებს კვერცხებზე, ასევე ნიკო პედრი, ამიტო არიქნება ჰოლანდიელის გაშვება კატასტროფა, შტეგენს რაც შეეხება ეგეც გასაყიდია მარა რაცარუნდა დირკა იყოს ჯერ შემცვლელია საპოვნელი ოღონდ ონანა და მსგავსი სიქიმები არა, ლაპორტა კიდევ მოგიხქნ ოჯახი დონარუმას არმოყვანისათვის