”სანტოსის” ახალგაზრდა ფეხბურთელმა, ნეიმარმა, რომელსაც ”რეალში გადასვლას უწინასწარმეტყველებენ, გუშინ Twitter- ში მის თანაგუნდელ დანი ალვესს დღევანდელ შეხვედრაში წარმატებები უსურვა. ამაზე მადრიდელები ძალიან გაბრაზდნენ.
”წარმატებებს გისურვებ ხვალ ძმაო. აბა თქვენ იცით უნდა მოიგოთ” – წერს ნეიმარი Twitter- ზე. იგი უკვე ელოდება მადრიდელების შემოთავაზებას. მისი ტრასფერი მალე უნდა შედგეს. ნეიმარით ბევრი გრანდია დაინტერესებული, მათ შორის გამოკვეთილია ”ჩელსი” და ”რეალი”.


