workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ოფიციალურად: დანი ალვესი 8-ნომრიან მაისურს მოირგებს

ოფიციალურად: დანი ალვესი 8-ნომრიან მაისურს მოირგებს

დანი ალვესი “ბარსელონაში” 8-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.

პირველ გუნდში თავისუფალი მხოლოდ ეს ნომერი იყო, რომელსაც, “ბეშიქთაშში” გადასვლამდე, მირალემ პიანიჩი ატარებდა. აქამდე, ალვესს “ბლაუგრანაში” 2, 6, 20 და 22 ნომრით უთამაშია. ასევე, აღსანიშნავია, რომ იგი 2002-2004 წლებში, “სევილიას” რიგებში 8 ნომრით ასპარეზობდა.

“ბარსელონას” ისტორიაში 8-ნომრიანი მაისურით ისეთ ფეხბურთელებს უთამაშიათ, როგორებიც ანდრეს ინიესტა, გილერმო ამორი, ხრისტო სტოიჩკოვი და ლუდოვიკ ჟიული არიან.

ხვალ, “კამპ ნოუზე” 38 წლის ფეხბურთელის პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიება, თბილისის დროით, 17:00 საათზე დაიწყება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (5)

  • nika 54
    schedule 17 ნოე 2021, 09:29
    #5

    ამას კისერზე რა ახატია, ოლიმპიადის ნიშანი რომელიც წელს მოიგო თუ აუდი იყიდა.

  • Maradona
    schedule 17 ნოე 2021, 00:07
    #4

    ისე ჩვენში დარჩეს და ამ საიტზე სიახლეების სანახავად შემოვდიოდით ხალხი და ამ ბოლო დროს 3-4 საათით ადრე გაგებულ ამბებს მერე დებთ, ცოტა მოიხოდეთ :დ

  • Visca el barca
    schedule 16 ნოე 2021, 21:31
    #3

    ციტატა: nika 54
    როგორ მაინტერესებს ამის თამაში ისევ ისეთი ცხოველი იქნება ნეტავ? ან ვისთან ააწყობს ისეთ კავშირებს ლეოსთან რო ქონდა მოედანზე და ასისტებით ამარაგებდა.


    არამგონია ისეთივე, რომ ყოფილიყო იუვენტუსიდან და პსჟდან გაეშვათ.

  • nika 54
    schedule 16 ნოე 2021, 21:29
    #2

    როგორ მაინტერესებს ამის თამაში ისევ ისეთი ცხოველი იქნება ნეტავ? ან ვისთან ააწყობს ისეთ კავშირებს ლეოსთან რო ქონდა მოედანზე და ასისტებით ამარაგებდა.

  • M10 S9 D11
    schedule 16 ნოე 2021, 21:27
    #1

    ტიპს ხავის და ინიესტას ნომრები ეცვა ❤️❤️❤️