“ბარსელონას” 34 წლის ფეხბურთელი, ჟერარ პიკე, იბაი ლიანოსთან საუბარში აცხადებს, რომ ესპანურ მედიაში არაერთი ცრუ ინფორმაცია ვრცელდება.
რამდენიმე დღის წინ, Cadena COPE-მ იუწყა, რომ პიკე გადაცემაში El Hormiguero სტუმრად იყო მიწვეული, თუმცა მან მადრიდში დაგეგმილი ინტერვიუ, ჩავის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, გააუქმა. თუმცა პიკე ამბობს, რომ გადაცემაში მონაწილეობაზე უარი თავად თქვა.
მედია ამბობს იმას, რისი მოსმენაც ხალხს სურს. ინტერვიუს გაუქმების შესახებ ჩავიმ არც კი იცოდა. ხალხი ამას კითხულობს და იჯერებს, მაგრამ პრობლემას ის ადამიანები წარმოადგენენ, ვინც ამ ყველაფერს იფიქრებენ.
მე მისთვის იმის ახსნა დამჭირდა, თუ რა არის El Hormiguero, მან არც კი იცოდა, თუ რაზე ვსაუბრობდი. ინტერვიუს გაუქმება მე გადავწყვიტე. ჩავის წესების მიხედვით, თუ მოგზაურობას აპირებ, ამის შესახებ მწვრთნელს უნდა შეატყობინო, არ მგონია, რომ მისგან ნებართვის აღება მჭირდება, ეს არის და ეს.
– ამბობს იგი.
ამჟამად, პიკე რეაბილიტაციის პროცესის დასკვნით ფაზაში იმყოფება. შესაძლოა, მან შაბათს, “ესპანიოლთან” გასამართ შეხვედრაში მონაწილეობის მიღება შეძლოს.
რა მნიშვნელობა აქვს ჩავიმ გადაათქმევინა თუ თვითონ მოტვინა, მთავარია გადადო და იმედია კაი ხნით მინიმუმ კარიერის დასრულებამდე, ალბათ სეზონის ბოლომდე.
როგორც ჩანს, მართლა ბოლო სეზონია პიკანდრო
არ ეკადრება ასე საუბარი, განსაკუთრებით ასეთ გარდამტეხ დროს. პირიქით ხავის გვერდში უნდა დაუდგეს და მაგალითი აჩვენოს და ეს რეებს ყბედობს.
ახლა პიკე შენ ნუ ათრაკებ, ჩავი მწვრთნელია და შენ ფეხბურთელი, გეუბნება კაცი ასე თუ გააკეთებ პროგრესი გვექნება და ყველაფერს მივაღწევთო და შენ ნუ ეწინააღმდეგები, მერე რა რომ თანაგუნდელები იყვნენ, ჩავი პიკეზე 7 წლით უფროსია, გუნდის ლეგენდა და მისი კაპიტანიც იყო, ახლა კი მისი მწვრთნელია და პატივი სცეს , თორე მოუწევს მაესტროს საკადრისი ზომების მიღება
ენიუს გრძელიუს

არ უნდა დასჭირვებოდა ასეთი გადაწყვეტილება, ფორს მაჟორში მიიღო, სხვა გზა არ დაუტოვეთ შენ და შენნაირმა პო-რეალმადრიდ-ისტებმა
ჟერარდ შენ ჯობია ერთი ადგილი მიაყენო
თორე კაი ნებართვის აღებას მოგცემს ჩავი :დ