workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლა მასიელები, რომლებსაც ჩავიმ, შესაძლოა, ესპანიოლთან თამაშისთვის პირველ გუნდში უხმოს

ლა მასიელები, რომლებსაც ჩავიმ, შესაძლოა, ესპანიოლთან თამაშისთვის პირველ გუნდში უხმოს

ჩავი ერნანდესი “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის პოსტზე პირველ მატჩს შაბათს, 20 ნოემბერს, “ესპანიოლის” წინააღმდეგ გამართავს.

ცნობილია, ჩავის განკარგულებაში პირველი გუნდის მხოლოდ 3 შემტევი მოთამაშე ეყოლება – მემფის დეპაი, ლუკ დე იონგი და იუსუფ დემირი.

ჩავიმ უკვე რამდენჯერმე აღნიშნა, რომ მის სათამაშო სისტემაში ფლანგის შემტევებს მნიშვნელოვანი როლი უკავიათ. ამრიგად, Sport ვარაუდობს, რომ 41 წლის სპეციალისტმა, შესაძლოა, “ესპანიოლთან” შეხვედრისთვის 3 ახალგაზრდა გარემარბს უხმოს. პირველ გუნდში გამოძახების საუკეთესო კანდიდატები ილიას აკომაში, ფერან ჟუტგლა და აბდე ეზალზული არიან.

ცნობისთვის, ხსენებული ფეხბურთელებიდან ძირითად გუნდში მხოლოდ აბდეს უთამაშია და ისიც მხოლოდ ერთხელ.

“ბარსას” ლაზარეთში ამჟამად 4 თავდამსხმელი ჰყავს: უსმან დემბელე, ანსუ ფატი, სერხიო აგუერო და მარტინ ბრეითუეიტი. ივარაუდება, რომ ყველაზე მალე გუნდს დემბელე დაუბრუნდება, მაგრამ იგი “ესპანიოლთან” მატჩამდე გამოჯანმრთელებას ვერ ასწრებს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (4)

  • me da barca
    schedule 15 ნოე 2021, 20:10
    #4

    "41 წლის სპეციალისტი."- ეს ახალი სავიზიტო ბარათი გახდა "წარმოშობის" მერე.

  • nika 54
    schedule 15 ნოე 2021, 17:16
    #3

    ციტატა: Sergio5
    დაა დღევანდელ შეხვედრაში ბარსელონას მხრიდან მრისხანე სამეული შეუტევს მეტოქეს, ესენი არიან:
    ილიას აკომაჩი, ფერან ჟუტკლა და გუნდის კაპიტანი ეზ აბდე ეზალზული

    დამბურძგლა გეფიცებით stuck_out_tongue


    კარგი იყო!!! bowtie

  • riva
    schedule 15 ნოე 2021, 12:37
    #2

    აბდემ მეორედაც ხო ითამაშა

  • Sergio5
    schedule 15 ნოე 2021, 12:02
    #1

    დაა დღევანდელ შეხვედრაში ბარსელონას მხრიდან მრისხანე სამეული შეუტევს მეტოქეს, ესენი არიან:
    ილიას აკომაჩი, ფერან ჟუტკლა და გუნდის კაპიტანი ეზ აბდე ეზალზული

    დამბურძგლა გეფიცებით stuck_out_tongue