“ბარსელონას” ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ჩავი ერნანდესმა მოსვლისთანავე ბევრი რამ შეცვალა და წესებიც გაამკაცრა.
ჩავიმ ვარჯიშების კუთხით არაერთი ცვლილება განახორციელა, Sport კი ერთ-ერთ მათგანს გვამცნობს. წყაროს ინფორმაციით, შაბათს, 20 ნოემბერს, “ესპანიოლთან” შინ გასამართი მატჩის დღეს, გუნდი არა საწვრთნელ ბაზაზე, არამდედ “კამპ ნოუზე” ივარჯიშებს. ჯერჯერობით უცნობია, ყოველი საშინაო თამაშის დღეს ფეხბურთელები მშობლიურ სტადიონზე ივარჯიშებენ თუ ეს მხოლოდ კონკრეტულად “ესპანიოლთან” შეხვედრას ეხება.
როგორც წესი, სათამაშო დღეებში ფეხბურთელები ფიზიკურად ნაკლებად იტვირთებიან და ორიენტირებულები უფრო ტაქტიკურ სამუშაოზე არიან, შესაბამისად, ვარჯიშის “კამპ ნოუზე” ჩატარება შესანიშნავი ვარიანტია.
“ბარსა” მომდევნო კვირაში, ოთხშაბათის გარდა, ყოველდღე ივარჯიშებს. კვირის განრიგი შეგიძლიათ ამ გვერდზე ნახოთ.
რა თქმა უნდა, კამპ ნოუზე როგორც საკუთარ სახლში უნდა იყვნენ გაშინაურებული, რო მოედნის ყველა წერტილი ზუსტად იცოდნენ თავისი იამკებით თუ ბუგაროკებით ერთად აღებული.
თუ რამე თავმოყვარეობის მსგავსი აქვთ ესპანიოლს უნდა გადაუარონ. პს. ესპანიოლის მწვრთნელის სიტყვები ჩვენ გავიგეთ და ამათ როგორ არ ექნებათ მონასმენი