workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

check_circle დასრულდა
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 20:30

ბეტისი

ბეტისი ლოგო
2 - 5
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
გომესი 27'sports_soccer ეზალზული 53'sports_soccer ფ. ბერნალი 54'
იამალი 10'sports_soccer როდრი 41'sports_soccer ჟეზუსი 51'sports_soccer ე. გარსია 62'sports_soccer ოლმო 81'sports_soccer
მემფისის დუბლი საკმარისი არ აღმოჩნდა – ნიდერლანდების ფრე მონტენეგროში [ვიდეო]

მემფისის დუბლი საკმარისი არ აღმოჩნდა – ნიდერლანდების ფრე მონტენეგროში [ვიდეო]

ნიდერლანდების ეროვნული ნაკრები სტუმრად მონტენეგროს დაუპირისპირდა და ორბურთიანი უპირატესობა ბოლო ათ წუთში გაანიავა.

სტუმართა მხრიდან ორივე გოლი “ბარსელონას” ცხრიანმა, მემფის დეპაიმ გაიტანა – ჯერ 25-ე წუთზე პენალტი გამოიყენა, 56-ე წუთზე კი თავი თამაშიდანაც გამოიჩინა. 82-ე წუთზე ცვლილებაზე შემოსულმა მონტენეგროელმა ფეხბურთელმა, ილია ვუკოტიჩმა სხვაობა შეამცირა, 86-ზე კი ასევე ცვლილებაზე გამოსულმა ნიკოლა ვუინოვიჩმა ანგარიში გაათანაბრა და ტაბლოზე საბოლოო შედეგი, 2-2 დააფიქსირა.

აღნიშნული მატჩის შემდეგ ჯგუფში მდგომარეობა არ შეცვლილა – ნიდერლანდები 20 ქულით პირველ ადგილს ინარჩუნებს, მონტენეგრო კი 12 ქულით მეოთხე პოზიციაზე რჩება.

[media=https://youtu.be/cnXgZ6wLJ9k]

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (4)

  • nika 54
    schedule 14 ნოე 2021, 17:04
    #4

    ციტატა: Iniesta_8

    ციტატა: MeMpiS..
    ისე ამ დეპაიმ შესარჩევში 9 თამაშში 11 გოლი შეაგდო, ნეტა აქ იყოს ეგეთი შედეგიანი


    ლა ლიგა უფრო რთული ჩემპიონატია ვიდრე მსოფლიოს შესარჩევი, მონტენეგრო, ფარერები, გიბრალტარი, ყაზახეთი, ლიეტუვა, ლიხტენშტეინი, კოსოვო, ესტონეთი, მოლოდვა, მალტა, ანდორა და სან მარინო რომ შეგხვდებიან გაუტან აბა რას იზამ. მართალს ამბობდა ეუსებიო, ადრე ასე მარტივი მეტოქეები არ არსებობდა, ყველასთან ბრძოლა გვიწევდაო, ახლა კიდე იმდენი ახალი ნაკრები დაემატა ნებისმიერი მაღალი დონის ფეხბურთელი ბევრ გოლს დააგროვებს ნაკრებში.


    მაგ მხრივ რონალდუ დაფრინავს, როცა ლიხტენშტეინები და ლუქსემბურგები ხვდება. სანამ 3-5 ბურთს არ გაიტანს თანაგუნდელებს არ ასვენებს, სულ საგოლე პასებს სთხოვს.

  • EL MAESTRO 6
    schedule 14 ნოე 2021, 15:52
    #3

    ციტატა: Iniesta_8

    ციტატა: MeMpiS..
    ისე ამ დეპაიმ შესარჩევში 9 თამაშში 11 გოლი შეაგდო, ნეტა აქ იყოს ეგეთი შედეგიანი


    ლა ლიგა უფრო რთული ჩემპიონატია ვიდრე მსოფლიოს შესარჩევი, მონტენეგრო, ფარერები, გიბრალტარი, ყაზახეთი, ლიეტუვა, ლიხტენშტეინი, კოსოვო, ესტონეთი, მოლოდვა, მალტა, ანდორა და სან მარინო რომ შეგხვდებიან გაუტან აბა რას იზამ. მართალს ამბობდა ეუსებიო, ადრე ასე მარტივი მეტოქეები არ არსებობდა, ყველასთან ბრძოლა გვიწევდაო, ახლა კიდე იმდენი ახალი ნაკრები დაემატა ნებისმიერი მაღალი დონის ფეხბურთელი ბევრ გოლს დააგროვებს ნაკრებში.


    მართალი ხარ… არც ლა ლიგის გუნდების უმრავლესობაა მაღალი დონის მაგრამ აქ რა გუნდებიც არის მათი ქვეყნის მოთამაშეებისთვის კადისი და ხეტაფეც ოცნებაა,გუშინ ვუყურე ამათ თამაშს და 2 ბურთიანი გაანიავეს იმით რომ არაფერს არ აკეთებდნენ, ბოლო 5 წუთში აფაფხურდნენ მაგრამ ჩემი ფეხები, მსოფლიო ჩემპიონატზე გამოჩნდება მერე ვინ რას წარმოადგენს

  • Iniesta_8
    schedule 14 ნოე 2021, 13:47
    #2

    ციტატა: MeMpiS..
    ისე ამ დეპაიმ შესარჩევში 9 თამაშში 11 გოლი შეაგდო, ნეტა აქ იყოს ეგეთი შედეგიანი


    ლა ლიგა უფრო რთული ჩემპიონატია ვიდრე მსოფლიოს შესარჩევი, მონტენეგრო, ფარერები, გიბრალტარი, ყაზახეთი, ლიეტუვა, ლიხტენშტეინი, კოსოვო, ესტონეთი, მოლოდვა, მალტა, ანდორა და სან მარინო რომ შეგხვდებიან გაუტან აბა რას იზამ. მართალს ამბობდა ეუსებიო, ადრე ასე მარტივი მეტოქეები არ არსებობდა, ყველასთან ბრძოლა გვიწევდაო, ახლა კიდე იმდენი ახალი ნაკრები დაემატა ნებისმიერი მაღალი დონის ფეხბურთელი ბევრ გოლს დააგროვებს ნაკრებში.

  • EL MAESTRO 6
    schedule 14 ნოე 2021, 03:44
    #1

    ისე ამ დეპაიმ შესარჩევში 9 თამაშში 11 გოლი შეაგდო, ნეტა აქ იყოს ეგეთი შედეგიანი