ახლახან ოფიციალურად დადასტურდა ინფორმაცია, რომ დანი ალვესი “ბარსელონაში” ბრუნდება.
კლუბის ოფიციალური საიტის ინფორმაციით, დანი გუნდში მიმდინარე სეზონის ბოლომდე დარჩება. ბრაზილიელი ფეხბურთელი ვარჯიშს მომდევნო კვირიდან დაიწყებს, თუმცა, თამაშის უფლება იანვრამდე არ ექნება. დანარჩენ დეტალებს “ლურჯ-ბროწეულისფერები” მოგვიანებით გაასაჯაროვებენ.
ვეტერანი მარჯვენა მცველი კატალონიურ გრანდში 2008/16 წლებში ასპარეზობდა, რა დროის განმავლობაშიც 391 მატჩში თავი 21 გოლითა და 101 ასისტით გამოიჩინა. მან “ბარსას” რიგებში 23 ტიტული, მათ შორის, 3 ჩემპიონთა ლიგა და 6 ლა ლიგა მოიგო.
Back in DA house! pic.twitter.com/qicb8RRc1h
— FC Barcelona (@FCBarcelona) November 12, 2021




♠️spookify♠️,
იმედია მართლაც დაბრუნდება, რაფინია ალკანტარა და გავაცილებთ ისე როგორც ეკადრება :დდდ
ამის მოყვანა უფრო შორს გადადგმული ნაბიჯია, დარწმუნებული ვარ მარტო სათამაშოდ არ მოუყვანით და სავარაუდოდ მალევე სამწრთვნელო შტაბში გადაინაცვლებს.
რივალდო და რომარიო დააბრუნეთ და ის ანაბრები