Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, “ბარსელონამ” ერთ-ერთი არაბული კომპანიისგან სასპონსორო გარიგების შემოთავაზება მიიღო, რომელიც კომპანიის სახელის “ბლაუგრანას” მაისურზე დატანის სანაცვლოდ კლუბისთვის 100 მილიონი ევროს გადახდას ითვალისწინებს.
წინადადება საკმაოდ მაცდურია, მაგრამ კლუბის ხელმძღვანელები საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობენ. შეთანხმების მიღწევა გამორიცხული არ არის, თუმცა ხელმძღვანელთა ნაწილს კონტრაქტის გაფორმება საუდის არაბეთში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობის გამო არ სურს.
“ბარსას” მოქმედ სპონსორ Rakuten-თან ხელშეკრულებას, რომელიც წლიურ 30 მილიონ ევროს ითვალისწინებს, ვადა მომავალ წელს ეწურება, კლუბი კი კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს.
წყარო არ აკონკრეტებს, ხსენებული 100 მილიონი წლიური ანაზღაურებაა თუ 2 ან 3-წლიანი შეთანხმების საერთო ღირებულება. მადრიდული Marca-ს ცნობით “ბარსელონას” სურვილი წლიურად მინიმუმ 55 მილიონის მიღებაა.
დათანხმდით 100 მილიონის ასე მარტივად შოვნა სად შეიძლება კიდე
100 მილიონი მომცენ და ადამიანის უფლებების მძიმე კუთხე არაბეთში კიარა ოსვენციმის კონცლაგერი დამახატონ სვასტიკებში მორთული გულზე თუ ინდათ 😀
ფული შემოიტანე ოჯახში მთავარია.დ ვინ იმითხავს საიდან მთავარია იყოს.დ
ლაპორთ, მაისურზე დააკარი კიარა თუ გინდა @რაკი მიეცი ოღონდ ფული შემოიტანე გუნდში და შედარებით მაინც შეგვიმსუბუქე მდგომარეობა
ნუ აურევენ ეხლა სპორტს და პოლიტიკას, იქ სადმე ადამიანის დამცირება ხო არ გამოჩნდება ლოგოზე.
დიდ კომპანიებს სხვისი ექსპლუატაცია თუ ადარდებდა არ მეგონა