workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სერხიო აგუერო ჭორებს გამოეხმაურა

სერხიო აგუერო ჭორებს გამოეხმაურა

დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სერხიო აგუეროს ჯანმრთელობის პრობლემა იმდენად სერიოზული ხასიათისაა, რომ შესაძლოა, “ბარსელონას” თავდამსხმელისთვის საფეხბურთო კარიერის დასრულება აუცილებელი გახდეს. 

ახლახანს, 33 წლის არგენტინელი დღევანდელ ცნობებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და ჟურნალისტების სიტყვები ჭორებად მოიხსენია. 

ამ ჭორების პარალელურად მინდა ვთქვა, რომ კლუბის ექიმების ინსტრუქციას მივყვები, ვიტარებ გამოკვლევებს, ვმკურნალობ და ჩემს პროგრესს 90 დღეში შევამოწმებ. 
ყოველთვის პოზიტიურად 🤟🏽

– დაწერა სერხიომ. 

აგუერო “ბარსას” მიმდინარე სეზონის დასაწყისში შეუერთდა, თუმცა ტრავმის გამო მონაწილეობის მიღება მხოლოდ 5 მატჩში მოახერხა. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (5)

  • nika 54
    schedule 12 ნოე 2021, 19:40

    ციტატა: Memphis Depay
    უსამართლოა ცხოვრება. ჯერ იყო და კაცს ლეოსთან ერთად უნდოდა თამაში, პახოდუ საოცნებო კლუბში მოხვდა და ზუსტად ეხა მოუვიდა ეს ამბავი. როცა გაქ მიზანი და ცხოვრებაში შანსი გეძლევა ხო შეილება რო აიხდინო? რამდენი უვარგისი და უსაქმური ადამიანია რო არაფერი არ ჭირს, ამას კიდე უნდა თამაში და ამ ყ.ეობის გამო ვეღარ აგრძელებს. მერე იტყვიან ცხოვრება სამართლიანიაო 🙂


    100% worried

  • La Pulga10
    schedule 12 ნოე 2021, 19:36

    არადა მინდოდა 10+ გოლი მოესწრო ამ სეზონში,მარა რეალს ხო სთხარა,რაც მთავარია.

  • Memphis Depay
    schedule 12 ნოე 2021, 19:35

    უსამართლოა ცხოვრება. ჯერ იყო და კაცს ლეოსთან ერთად უნდოდა თამაში, პახოდუ საოცნებო კლუბში მოხვდა და ზუსტად ეხა მოუვიდა ეს ამბავი. როცა გაქ მიზანი და ცხოვრებაში შანსი გეძლევა ხო შეილება რო აიხდინო? რამდენი უვარგისი და უსაქმური ადამიანია რო არაფერი არ ჭირს, ამას კიდე უნდა თამაში და ამ ყ.ეობის გამო ვეღარ აგრძელებს. მერე იტყვიან ცხოვრება სამართლიანიაო 🙂

  • me da barca
    schedule 12 ნოე 2021, 19:24

    ეეხ, დაასტუკა ამის ძრავმა სამწუხაროდ.

  • EL MAESTRO 6
    schedule 12 ნოე 2021, 19:17

    ნეტავ შეძლოს და როგორც ფეხბურთის ლეგენდას შეეფერება ფეხზე დამდგარა მწვანე მინდორზე დაასრულოს კარიერა