workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
RAC1: სერხიო აგუეროს გულის პრობლემა სერიოზულია

RAC1: სერხიო აგუეროს გულის პრობლემა სერიოზულია

“ბარსელონას” არგენტინელმა შემტევმა, კუნ აგუერომ, შესაძლოა, საფეხბურთო კარიერა დაასრულოს, იტყობინება RAC1.

კატალონიური გამოცემის ცნობით, ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ პრობლემა, რომელიც აგუეროს აქვს, სერიოზული ხასიათისაა. ექიმებმა ფეხბურთელს უკვე აცნობეს, რომ არსებობს რეალური ალბათობა იმისა, რომ მისი კონდიცია პროფესიონალური სპორტული აქტივობისთვის შეუსაბამო აღმოჩნდეს და მას კარიერას დასრულება მოუხდეს.

Update: ესპანელი ჟურნალისტის, ელენა კონდისის, ინფორმაციით, აგუერო კარიერის დასრულებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას თებერვალში, დაგეგმილი გამოკვლევების დასრულების შემდეგ, მიიღებს.

ამ მომენტისთვის, 33 წლის ფეხბურთელს “ბლაუგრანაში” 5 მატჩი აქვს ჩატარებული, მის ანგარიშზე “ელ კლასიკოში” გატანილი გოლია.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (10)

  • nika 54
    schedule 12 ნოე 2021, 20:15

    რა გამოდის? კონტრაქტის დასრულებამდე უნდა შევინახოთ და ხელფასიც უნდა ვუხადოთ? ვინ დაგვწყევლა…

  • levanoza
    schedule 12 ნოე 2021, 17:16

    33, დევანდელი დატვირთვების ფონზე, ცოტა ასაკი არაა გულის პრობლემების მქონე სპორტსმენისთვის. შესანიშნავი კარიერა ჰქონდა და დროა თავს მიხედოს. მთავარია კლასიკოში აქვს შეგდებული, თან ბოლო წამზე!

  • Iniesta_8
    schedule 12 ნოე 2021, 14:50

    დაამთავროს უნდა კარიერა, არ ღირს გარისკვა. თავისი გასაკეთებელი უკვე გააკეთა აგუერომ. აშკარად ვეღარ უძლებენ ფეხბურთელები ამხელა დატვირთვას, აგერ უკვე 2 კაცმა ერიკსენმა და აგუერომ კარიერა უნდა დაამთავრონ გულის პრობლემების გამო, ადრე ასეთი რამე უმაღლესი დონის ფეხბურთელებს მოსვლოდათ არ მახსენდება.

  • Truxilio
    schedule 12 ნოე 2021, 14:45

    სამწუხაროა – ვხედავთ კლუბის ყველა სტრუქტურა ფაქტიურად არ არსებობს …. განსაკუთრებით სამედიცინო შტაბი …

  • nikolozi96
    schedule 12 ნოე 2021, 14:45

    Msn91011,
    რა იცით ხოლმე ეს სიტიმ გამოუშვა და რაღაც,აგუეროს წასვლა უნდოდა და აირჩია ბარსა გადმოვიდა და არ გაუმართლა ეს ვინ უნდა იცდეს წინასწარ??და გარსიას კიდე მომავალი აქ და ვაფშე ყველას ააქვსს მომავალი ხავის ხელში!

  • Memphis Depay
    schedule 12 ნოე 2021, 14:28

    ან ამდენი წელი როგორ ითამაშა თან რა დონეზე გულის პრობლემის მქონე ადამიანმა, თან პრემიერ ლიგაში რამხელა დატვირთვაა მითუმეტეს.

  • Albicelecte
    schedule 12 ნოე 2021, 14:27

    რეალის კარში, კლასიკოში მაინც შეაგდო გოლი barca-6

  • EL MAESTRO 6
    schedule 12 ნოე 2021, 14:25

    ეჰ ძაან საწყენია, ისე მაიც უნდა დაემთავრებინა კარიერა როგორც ლეგენდას შეეფერება, მაგრად მეცოდება კუნი

  • Msn91011
    schedule 12 ნოე 2021, 14:15

    ეჰჰ აბა სიტი რატო გამოუშვებდა ან ამას ან გარსიას უბრალოდ მოიშორეს. აგუეროზე მაინც მწყდება გული ხელი შეუშალა ტრამვებმა ზედმეტად

  • Moriba
    schedule 12 ნოე 2021, 14:14

    🚨 კატალონიური პრესის ინფორმაციით, ექიმებმა კუნ აგუეროს გულზე პრობლემების გამო საფეხბურთო კარიერის დასრულება ურჩიეს 😔.
    სამწუხაროდ ესეა ჯობს რო დაამთავროს კარიერა თავს ხომარ მოიკლავს ფეხბურთის გამო მაგრამ ცუდი ისაა რო ბარსაში გადმოდიან თუარა ყველაა რაღაცა ემართება❤😏