ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 15 იანვარი

ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 15 იანვარი

წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 15 იანვარს მოხდა.

თამაშები

15 იანვარს “ბარსელონამ” 20 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 12 მოიგეს, 3 ფრედ დაასრულეს და 5 წააგეს.

1933 წელი

“ლეს კორტსზე” “ესპანიოლთან” გამართული დაპირისპირება 1-1 დასრულდა. მასპინძელთაგან გოლი ელგერამ გაიტანა.

1950 წელი

“ბარსელონა” “ლეს კორტსზე” “რეალ მადრიდთან” 2-3 დამარცხდა. კატალონიელთაგან გოლები ბასორამ და სესარმა გაიტანეს.

1968 წელი

დაიბადა “ბარსელონას” ხელბურთის გუნდის ლეგენდა ინიაკი ურდანგარინი, რომელიც კატალონიურ გუნდში 1986-2000 წლებში თამაშობდა.

1986 წელი

ესპანეთის თასზე “ბარსამ” “ლეიდა” 1-0 დაამარცხა. ესტებან ვიგოს მიერ გატანილი ერთადერთი გოლი ტურნირის ისტორიაში 25000-ე გამოდგა.

1991 წელი

დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი მცველი მარკ ბარტრა. ის “ბლაუგრანას” სკოლის აღზრდილია. კატალონიელთა პირველ გუნდში, 2009-2016 წლებში, მან 103 თამაში ჩაატარა, 6 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა.

2008 წელი

“ბარსელონამ” ესპანეთის თასზე თავისი მე-500 თამაში ჩაატარა და “სევილიასთან” შინ გამართული შეხვედრა 0-0 დაასრულა.

2012 წელი

ბეტისთან” 4-2 მოგებულ შეხვედრაში ჩავიმ ლა ლიგაში მე-400, ხოლო სერხიო ბუსკეტსმა მე-100 თამაში ჩაატარა.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (6)

  • ალექსი
    15 იან 2021, 18:49

    ბარტრა არაფერი ფეხბბურთელი არ იყო ბარსელონაში, მეპირადად არ მომწონდა

  • ბასქუ10
    15 იან 2021, 18:30

    ბარტრა ბეილის მერე ფსიქოლოგიურად დაიტრამვა მგონი

  • Ბარსა13
    15 იან 2021, 12:53

    Ლა მასიელ ბარტრას მეტი შეეძლო 💚

  • C.PC5
    15 იან 2021, 11:56

    ბარტრას მეტი უნდა გაეკეთებინა, მგარამ ბეილის გაქცევამ ვაფშე გაუქრო ბარსაში მომავალი

  • ika9101
    15 იან 2021, 11:10

    მეც 1991 წლის 15 იანვარს დავიბადე . დავბერდით მარკ.

  • BEQA BARCA
    15 იან 2021, 11:06

    ამ დთეს ყველაზე ცუდი მოვლენა 1950წელს მომხდარა😔😔😔