workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჩავი ტრანსფერებზე ჯერ არ ფიქრობს

ჩავი ტრანსფერებზე ჯერ არ ფიქრობს

ჩავი ერნანდესი “ბარსელონაში” მუშაობას უდიდესი პასუხისმგებლობით ეკიდება და ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღებას არ აპირებს. AS-ის ჟურნალისტის, ხავი მიგელის ინფორმაციით, 41 წლის სპეციალისტმა ხელმღვანელობას მკაცრი მითითებები მისცა, რომ კლბმა ნებისმიერი სატრანსფერო ოპერაცია შეწყვიტოს იქამდე, სანამ ის არსებულ შემადგენლობას სრულყოფილად გაეცნობა არ შეაფასებს, რისთვისაც გარკვეული დროა საჭირო.

ამჟამად “ბარსელონას” 10 ტრავმირებული ფეხბურთელი ჰყავს, 10 კი ეროვნულ ნაკრებშია გამოძახებული, შესაბამისად, ჩავის განკარგულებაში ძირითადად “ბარსელონა ბ-სა” და “ჟუვენილ ა-ს” მოთამაშეები არიან. ერნანდესი “ლა მასიას” აღზრდილი ფეხბურთელების გამოყენებას აქტიურად აპირებს. “მაესტროს” ხელმძღვანელობით გამართულ პირველ ორ ვარჯიშში მონაწილეობა “ბარსა ბ-სა” და “ჟუვენილ ა-ს” 14 მოთამაშემ მიიღო.

მას შემდეგ, რაც ჩავი შემადგენლობას შეაფასებს, ის სპორტულ დირექტორ მატეუ ალემანისა და სკაუტინგის მენეჯერ ჟორდი კრუიფს შეხვდება და გუნდის გაძლიერების თაობაზე მოელაპარაკება.

გავრცელებული ინფორმაციით, “ბარსა” იანვარში ტრანსფერებში 10 მილიონ ევროს დახარჯავს და აქცენტს იჯარაზე გააკეთებს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (2)

  • nika 54
    schedule 12 ნოე 2021, 20:56

    10 მილიონი ფული არ არის? მბაპეს არ ეყოფა, მაგრამ ჰოლანდს ხო მოიყვანენ.

  • EL MAESTRO 6
    schedule 11 ნოე 2021, 20:28

    ისეთ ფეხბურთელებზე ამბობდნენ ზოგზე რომ ძანიან ალოგიკურად ჟღერდა, წესით სატრანსფერო ფანჯარამდე გადაწყვეტილი ექნება ვის უშვებს და ვინ მოყავს