workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონა ზამთარში რამდენიმე ფეხბურთელს გაუშვებს | MD

ბარსელონა ზამთარში რამდენიმე ფეხბურთელს გაუშვებს | MD

არახელსაყრელი ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, “ბარსელონა” სახელფასო ხარჯების შემცირებას კვლავ მნიშვნელოვნად მიიჩნევს. Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, კლუბი ამის ერთადერთ გზად ფეხბურთელების გაშვებას მოიაზრებს.

MD-ის ჟურნალისტების, გაბრიელ სანსისა და ფერან მარტინესის ინფორმაციით, ჩავი ერნანდესი და კლუბის ხელმძღვანელობა ისეთი ფეხბურთელების გაშვებაზე უნდა შეთანხმდნენ, რომლებიც “ბარსას” გეგმებში არ შედიან და მცირე სათამაშო დროს იღებენ. ასეთებად ლუკ დე იონგი, სამუელ უმტიტი და ნეტუ მოიაზრებიან.

დე იონგმა “ბლაუგრანაში” თავი ვერაფრით გამოიჩინა და მასზე იმედების დამყარებას არც ჩავი აპირებს; უმტიტის ახალი მწვრთნელის ხელში თავის გამოჩენის იმედი აქვს – ის თავისი უკანასკნელი შანსის გამოყენებას შეეცდება; რაც შეეხება ნეტუს, ბრაზილიელმა გაშვება გასულ ზაფხულს მოითხოვა, თუმცა “ბარსამ” ის შეინარჩუნა, ზამთარში კი მან, შესაძლოა, კლუბი დატოვოს.

ფეხბურთელი, რომელზეც დარწმუნებით შეგვიძლია, ვთქვათ, რომ წავა, ალექს კოლიადოა. “ბარსა” სეზონის ბოლომდე მისი დარეგისტრირების უფლება არ აქვს, შესაბამისად, ახალგაზრდა შემტევი ტრუბნებზე ჯდომისთვისაა განწირული. შესაძლოა, კლუბმა ის იჯარით გაუშვას.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (3)

  • M10 S9 D11
    schedule 12 ნოე 2021, 00:38

    მაგათ ბრაიტვაიტიც მიამატეთ არაფერში არ გვჭორდება

  • Iniesta_8
    schedule 11 ნოე 2021, 18:58

    ციტატა: nika 54
    რა წესები შემოიღო ამ ტებასმა. თვითეული ფეხბურთელის დარეგისტრირება ისტორია გახდა რა. ცოდო არ არის ახალგაზრდა ფეხბურთელი დაურეგისტრირებად რო ზის კლუბში.


    ეგ ამათი შეცდომაა, გუნდიდან ამოშალეს და ტრანსფერის დროს ხელმოწერა დაავიწყდა ვიღაც <<ცენზურის დარღვევა>> , ხოდა ვერც სხვა გუნდში ჩაეწერა და ჰაერშია ახლა.

  • nika 54
    schedule 11 ნოე 2021, 18:33

    რა წესები შემოიღო ამ ტებასმა. თვითეული ფეხბურთელის დარეგისტრირება ისტორია გახდა რა. ცოდო არ არის ახალგაზრდა ფეხბურთელი დაურეგისტრირებად რო ზის კლუბში.