რონალდ კუმანთან დაახლოებული ჟურნალისტი, ლუის კანუტი Onze TV3-თან ინტერვიუში საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.
მისი თქმით, ნიდერლანდელი სპეციალისტის გათავისუფლების შემდეგ, ჟოან ლაპორტამ დროებითი მწვრთნელის პოსტი მის ასიატენტებს – ალფრედ შროიდერსა და ჰენრიკ ლარსონს შესთავაზა, თუმცა მათ, კუმანისადმი პატივისცემის გამო, ამ თანამდებობაზე უარი განაცხადეს.
საბოლოოდ, დროებით თავკაცად სერჟი ბარჟუანი დაინიშნა, 6 ნოემბერს კი “ბარსელონა” ჩავი ერნანდესმა ჩაიბარა.




კაცურად მოქცეულან.