იტალიური საფეხბურთო კლუბი – “რომა” დაინტერესდა “ბარსას” 20 წლის მოთამაშით, რომელმაც მსოფლიო აალაპარაკა, იტყობინება FOOTBALL ITALIA.
სხვადასხვა წყაროების თანახმად, იტალიელები მზად არიან საკმაოდ სერიოზული თანხა შესთავაზონ კატალონიურ კლუბს ალკანტარას სანაცვლოდ.
თავად ფეხბურთელს, კი “ბარსასთან” კონტრაქტით კიდევ 2 წელი აკავშირებს. მან მიმდინარე პრესეზონში ბრწყინვალედ ითამაშა და დიდი სიმპათიებიც დაიმსახურა. ასევე მოასწრო ეროვნული ნაკრების მაისურის მორგებაც.
შეგახსენებთ, რომ “რომაში” უკვე თამაშობს ექს–”ბარსელონელი” ბოიან კრკიჩი, რომელიც სულ ახლახანს გადავიდა იტალიაში, “ბარსამ” მის სანაცვლოდ 12 მილიონი ევრო მიიღო და გამოსყიდვის უფლებაც დაიტოვა.


