“ბარსელონას” მთავარ მწვრთნელად პრეზენტაციამდე ჩავი ერნანდესმა Barca TV-სთან ინტერვიუ ჩაწერა.
“ბარსელონას” მწვრთნელობა ჩემი ოცნება იყო. ახლა ეს ოცნება ამიხდა. ამ პროექტის დაწყებით აღფრთოვანებული ვარ.
თავს სახლში ვგრძნობ. აქ ბევრი შესანიშნავი მოგონება მაქვს. ჩემ შტაბში ყველა გახარებულია.
გულშემატკივრებს ვპირდები, რომ თავდაუზოგავად ვიმუშავებთ.
ლაპორტამ დამირეკა და მითხრა, რომ აქ ვჭირდებოდი. მინდა, პრეზიდენტს მადლობა გადავუხადო.
ოჯახისგან, მეგობრებისგან, ყოფილი კოლეგებისგან უამრავი შეტყობინება მივიღე. ძალიან აღელვებული ვარ!
ფანებს ვპირდები, რომ ამ გუნდით იამაყებენ. სავარჯიშო მუშაობის პროგრამა გაიზრდება.
ფეხბურთელებისგან ბევრს მოვითხოვ, მაგრამ მათ დავეხმარები. ვიცნობ კაპიტნებს – ბუსკეტსს, პიკეს, ალბას, რობერტოს. ვიცნობ ტერ შტეგენსაც. ეს ჩემთვის უპირატესობაა.
რთულ მომენტში მოვედი, მაგრამ ვგრძნობ, რომ მზად ვარ. ვიცი, რომ გვაქვს ენთუზიაზმი. მნიშვნელოვანია წესრიგის დამყარება და მოთხოვნების მაქსიმიზაცია.
ეს პროექტი მეტნაკლებად გრძლევადიანია.
ბევრი რამ უნდა დავიბრუნოთ, განსაკუთრებით ბურთის დაკარგვის შემდეგ პრესინგი.
შევეცდები, მოთამაშეებს ტიტულების მოსაგებად ჩემი გამოცდილება გავუზიარო.
გამოწვევები მომწონს. ძალიან კონკურენტუნარიანი ადამიანი ვარ. უკეთეს ადგილას ვერ ვიქნებოდი. ჩემს აქ მოსვლაში წვლილი ყველას მიგვიძღვის. მექნება დრო, რომ ვიმუშავო. გვყვავს გუნდი, რომელიც წარმატებას მიაღწევს.
აქამდე “ბარსელონა” ორჯერ დამიკავშირდა, მაგრამ ვფიქრობდი, რომ ძალიან ადრე იყო. სამწვრთნელო გამოცდილება მივიღე და ახლა მომზადებული ვარ. ეს ჩემი კარიერის უდიდესი გამოწვევაა.
პარალელს არ ვავლებ, მაგრამ ბარსას მწვრთნელობა კუპატას ოცნებაც იყო, მაგრამ ჩაფლავდა.
შენ კი წარმატებები ჩავი და იმედია დააბრუნებ ბარსას იქ, სადაც მისი ადგილია.
ჩავი : " ბევრი რამ უნდა დავიბრუნოთ, განსაკუთრებით ბურთის დაკარგვის შემდეგ პრესინგი " ……ყველა გუნდს ვახრჩობდით ეხლა აქეთ გვახრჩობენ
მიდი რა გვარდიოლასაც დაელაპარაკე ბევრ ჭკვიანურ რჩევას მოგცემს.
მიდი მაესტრო მიაწექი.. მომენატრა ასეთი შემართელა, თამაშის ყურები მუღამი ახლა 10 მაგად მაქვს