“ბარსელონამ” ბლოკჩეინ კომპანია Chilliz-სგან შემოთავაზება მიიღო, იტყობინება Mundo Deportivo.
Fan Tokens-ისა (Non-Fungible Token) და სპორტის გულშემატკივართა სოციალური პლატფორმის socios.com-ის შემქმნელი კომპანია Chiliz “ბარსელონასთან” უკვე რამდენიმე თვეა, რაც თანამშრომლობს. ამჯერად, მოლაპარაკებები Fan Tokens-ის “ბლაუგრანას” მაისურის სახელოზე დატანასთან დაკავშირებით მიმდინარეობს. შესაძლოა, კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისამდე გაფორმდეს, თუმცა გარიგებაში მისი გახანგრძლივების პირობაც იქნება გათვალისწინებული.
აქამდე, სახელოზე Beko-ს წარწერას ვხედავდით, თუმცა მიმდინარე სეზონიდან Beko-მ ამაზე უარი თქვა და ახლა თურქული კომპანია მხოლოდ სავარჯიშო სამოსზეა დარჩენილი. ამ ცვლილების შედეგად, კატალონიური კლუბი Beko-სგან, 19-ის ნაცვლად, 10 მილიონ ევროს იღებს.
აღსანიშნავია, რომ Chiliz-ს ასეთი სასპონსორო ურთიერთობა “ინტერთან” და “ვალენსიასთანაც” აქვს, თუმცა მათ შემთხვევაში Fan Tokens-ის წარწერა მაისურის წინა მხარესაა დატანილი.
ფული გადაიხადონ და ეხლა არჩევის დრო არაა. ავაშენებთ ახალ გუნდს და მერე შეგვეხვეწებიან.