ჩავი ერნანდესი “ბარსელონაში” დასაბრუნებლად ყველაფერს აკეთებს. AS-ის ინფორმაციით, “მაესტრო” მზადაა, “ალ სადთან” ვერ შეთანხმების შემთხვევაში, საკუთარი გამოსასყიდი თანხის (5 მილიონი) ნაწილი თავად გადაიხადოს.
დღეს, 41 წლის სპეციალისტი ყატარული კლუბის მფლობელს შეხვდა, რათა ის “ბარსელონაში” გაშვებაში დაერწმუნებინა, თუმცა მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს და გადაწყვიტეს, მოლაპარაკებები პარასკევს განაახლონ.
ჩავის “ალ სადისგან” პირობა ჰქონდა მიღებული, რომ კლუბი მას “ბარსელონაში” უფასოდ გაუშვებდა, თუმცა ჟოან ლაპორტას გადაწყვეტილებამ, ყატარში არ ჩასულიყო, “ალ სადის” გაოცება გამოიწვია და სიტუაცია ცოტათი არია, სწორედ ესაა იმის მიზეზი, რომ ყატარელები საქმეს აჭიანურებენ.
AS-ის ინფორმაციით, ერნანდესი მაინც იმედოვნებს, რომ “ალ სადი” თავდაპირველ შეთანხმებას პატიცს სცემს და მას მშობლიურ კლუბში დაბრუნების საშუალებას მისცემს.
წყაროს თანახმად, ჩავი, თანხმობის მიღებისთანავე, საკუთარ აგენტთან, ფერნანდო სოლანასთან ერთად, “ალ სადის” ოფისში წავა, რათა კონტრაქტი ოფიციალურად გაწყვიტოს.




ჩავი მზადაა, გამოსასყიდი თანხის ნაწილი თავად გადაიხადოს.
სულ კუმანს არა გავს!
არ ვამბობ, რომ ყოველ ტრანსფერზე, თუ მწვრთნელის გამოცვლაზე პრეზიდენტი უნდა დარბოდეს, მაგრამ თუ შენი ჩასვლა საქმეს წაადგება ან დააჩქარებს, მაშინ შე მამა ცხონებულო აწიე ეგ შენი საჯდომი და დადე თვითმფრინავის სავარძელზე, თუ 5 მილიონზე მეტი ღირს შენი შეწუხება?
იკადრე როგორმე, გადადე ეგ ამპარტავნობა გვერდზე.
ხალხო რას ვერ ხვდებით, საბაბია უბრალოდ ლაპორტას არ ჩასვლა, მიზეზი ისაა რომ არ უნდათ გაშვება. რომ ჩასულიყო კიდე მოიფიქრედბნენ რამეს, მნიშვნელოვანი პერიოდი გვაქვს ზამთრანდე გვაცადეთო და ა.შ.
5 000 თვეში და მე მივალ, არც ძროხები მყავს და არც ცხვრები, თუ კინწისკვრით გამომაგდებენ, კომპენსაციასაც არ მოვთხოვ არავის. უკეთესს მაინც ვერ პოულობენ და ნორმალური ხელფასის გადახდაც არ უნდათ!
უფრო მნიშვნელოვანი საქმე რა აქვს ლაპორტას?
თუ ეს სიმართლეა , მაშინ გამოდის რომ ხავის უფრო უნდა ბარსას მწვრთნელობა , ვიდრე ლაპორტას ის რომ ხავი გახდეს მწვრთნელი . ხავი რომ ნამდვილი კულეა და ბარსელონა მისთვის რომ მეორე სახლია , ეგ ისედაც ყველამ ვიცით .
ამ ღირსეულ საქციელს კუმანმა უნდა შეხედოს,გასაგებია ლეგენდაა და ამბავი და თითქმის 2 წელს კატასტროფულ ბარსას ვუყურებდით და ჩაჯმულ კუმანს ამიტომ ეგ თანხა არ უნდა აიღოს,თუ აიღებს რამე კაპიკები მაინც აიღოს
ხავის საქციელი ნამდვილად ღირსეული საქციელია და დასაფასებელია ❤️❤️❤️❤️❤️,ლაპორტა კიდევ არის კრიჟანი რომელიც ბარსელონას ლეგენდისთვის ხუთ მილიონს ვერ იმეტებს და არ.
ეს თუ სიმართლეა ჯერ ლაპორტას კრიჟანი დდშვც და ჩავის ვენაცვალე გულში, ყოველთვის მაგრად მევასებოდა და დიდ პატივს ვცემდი მაგრამ ახლა კიდევ უფრო პატივსაცემი გახდა ჩემს თვალში, ჩემი გადმოსახედიდან კი მაგრამ ალ საადის გადმოსახედიდან არ მოეწონებათ ალბათ, მაგრამ იმათ კისერი უტეხიათ ❤