წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 9 იანვარს მოხდა.
თამაშები
9 იანვარს “ბარსელონამ” 16 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 10 მოიგეს, 2 ფრედ დაასრულეს და 4 წააგეს.
1910 წელი
“ბარსელონამ” კატალონიის ჩემპიონატში “სტარი” 8-0 გაანადგურა. 5 გოლი კომამალამ გაიტანა, ხოლო 3 უოლასმა.
1949 წელი
“ბარსელონამ” “რეალ მადრიდი” საკუთარ კედლებში 3-1 დაამარცხა. ესტანისლაო ბასორამ თავი თავის ზედიზედ მე-3 “კლასიკოში” გამოიჩინა. დუბლი შეასრულა სესარმა, “ბარსელონამ” კი “რეალთან” არსებული წაუგებელი სერია ხუთამდე გაზარდა.
1988 წელი
დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი ნახევარმცველი მარკ კროსასი. 2005-2008 წლებში მან “ბლაუგრანას” მაისურით 10 თამაში ჩაატარა.
2001 წელი
დაიბადა ერიკ გარსია.
2012 წელი
პეპ გვარდიოლა FIFA-ს ვერსიით მსოფლიოს 2011 წლის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა.
2018 წელი
ლუის კორტესი “ბარსელონას” ქალთა გუნდის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა.
ყველა რიცხვში რომ გვყავს რეალი ნათრევი ძაან მეცინება🤣
ისე როგორ დაემთხვა ყვეპაფერი დადებითი ამბავი. და ამიტომ მგონია რომ დღესაც მოვიგებთ.
ყველა საინტერესო და დადებითი ამბავია, იმედია დღესეც შემატებენ ამ ისტორიას კიდევ ერთ გამარჯვებას
რამდენ გოლს იტანდნენ 20 საუკუნეში