რაფაელ იუსტე (ვიცე-პრეზიდენტი) და მატეუ ალემანი (სპორტული დირექტორი) დოჰაში მიემგზავრებიან, იტყობინება RAC1.
ვიზიტის მიზანს, რა თქმა უნდა, “ალ სადთან” მოლაპარაკებების დახურვა წარმოადგენს. მედიაში არსებული ცნობებით, კლუბს ჩავი ერნანდესთან შეთანხმება უკვე მიღწეული აქვს, იგი “ბლაუგრანასთან” კონტრაქტს 2024 წლამდე გააფორმებს. მათთან ერთად არ იმყოფება ჟოან ლაპორტა.
ცნობის თანახმად, ვიგოს “სელტასთან” “ბარსას” კვლავ სერჟი ბარჟუანი გაუძღვება, ჩავის სამწვრთნელო დებიუტი კი 20 ნოემბერს, “ესპანიოლის” წინააღმდეგ, შედგება.
ითამაშონ რა, ნერვებს მაინც არ ვიწყვიტავთ როცა ბურთი ჩვენა გვაქვს და მეტოქის საჯარიმოში ვიბრძვით. სად იყვნენ ეს დალოცვილები აქამდე, დავიჯერო მართლა კუმანი უშლიდა სირბილს?