workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ფეხბურთელები ბარჟუანის სიტყვებით უკმაყოფილონი არიან

ფეხბურთელები ბარჟუანის სიტყვებით უკმაყოფილონი არიან

“ალავესთან” ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ, “ბარსელონას” დროებითმა მწვრთნელმა, სერჟი ბარჟუანმა ჟურნალისტებთან საუბრისას კუმანის რიტორიკა გაიმეორა და ფეხბურთელების ხშირ ტრავმიანობასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას შემდეგი პასუხი გასცა: “რაცაა, ესაა. მეტის გაკეთება შეუძლებელია.”

Esport3-ის ინფორმაციით, “ბარსას” მოთამაშეებს ბარჟუანის ეს სიტყვები არ მოეწონათ, რის გამოც დღეს გამართულ ვარჯიშზე დაძაბული დუმილი შეინიშნებოდა.

წყაროს თანახმად, 49 წლის სპეციალისტის კომენტარს აღფრთოვანება არც ხელმძღვანელობის წევრებს შორის გამოუწვევია.

რონალდ კუმანი, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, ხშირად ამბობდა, რომ არსებული შემადგენლობით მეტის მიღწევა შეუძლებელი იყო, რითაც, გარკვეულწილად, პასუხისმგებლობას იხსნიდა, რაც, როგორც ჩანს, ბარჟუანმაც ცადა.

სერჟი ბარჟუანი “ბარსელონას” თავკაცი კიევის “დინამოსთან” მატჩისთვისაც იქნება, რის შემდეგაც კატალონიურ კლუბს, სავარაუდოდ, ჩავი ერნანდესი ჩაიბარებს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (6)

  • Albicelecte
    schedule 01 ნოე 2021, 02:23

    2 მატჩი აქვს კაცს დარჩენილი და სხვა რა უნდა თქვას?! სანამ ჩავი მოვა, მანამ აძლებინებს გუნდს და ცდილობს, ქულები მაინც მოაგროვოს
    მესამედი გუნდი დალეწილია, მესამედი კიდევ… (ბანის დადება არ მინდა)

  • Fc Barca Batumi
    schedule 31 ოქტ 2021, 22:07

    კულეებო, ჯერ კიდევ ივლისში ვამბობდი, რომ წელს როგორმე უნდა მოვითმინოთ, ხოდა მოვითმინოთ რაა!!
    ბარსა, ისევ დადგება ფეხზე!!

  • me da barca
    schedule 31 ოქტ 2021, 20:42

    ბარსა ბ-ც კი ზედმეტია ამისთვის.
    მოკიდე ბიძიკო თოხს ხელი და მიეხმარე კიკეს ბოსელის დალაგებაში.

  • EL MAESTRO 6
    schedule 31 ოქტ 2021, 20:32

    კუმანი N2 ვერ გამიგია ყველა ასეთი მზე საიდან გაიჩითა

  • nika 54
    schedule 31 ოქტ 2021, 19:57

    კარგად აუთვისებია ამას კუმანის სამწვრთვნელო იდეოლოგია. აგინე ფეხბურთელებს და იძახე მე რა შუაში ვარო. ალბათ მალე იმასაც იტყვიან: მე ხო არ გავალ მოედანზეო.

  • Don_Andresito
    schedule 31 ოქტ 2021, 19:46

    ხელმძღვანელობა უკმაყოფილო დარჩა არა დამბალა. ზუსტად ლაპორტას ნარატივია ეგ. ბერხუანმა რატო უნდა მოიხსნას პასუხისმგებლობა როცა არც აქვს. ლაპორტას კი აქვს და იცის რო 5 წლიანი პიზდეცი გველოდება და წინასწარ იხსნის ვალდებულებას. ყველაფერს ბართომეუს გადააბრალებს, მესის გაშვებასაც, დე იონგის მოთრევას და თავის რუპორებს აყვირებს მაწსიმუმია ესო. ჩავი მაგისი რუპორი არ იქნება იცის და იმიტო არ უნდოდა მოყვანა ამდენი ხანი