workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონა კინგსლი კომანით დაინტერესდა

ბარსელონა კინგსლი კომანით დაინტერესდა

როგორც გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, ჩავი ერნანდესს, რომელიც სულ მალე “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი გახდება, გუნდში შემტევისა და მცველის მოყვანა სურს.

ესპანელ სპეციალისტს, გავრცელებული ცნობით, შემტევად მიუნხენის “ბაიერნის” მარცხენა გარემარბი, კინგსლი კომანი სურს. ახლა კი OnzeTv3-ის ჟურნალისტი, ორიოლ დომენეკი იტყობინება, რომ კატალონიური კლუბი ფრანგი ფეხბურთელით უკვე დაინტერესდა. მისი კონტრაქტი “რეკორდმაისტერთან” 2023 წლამდე მოქმედებს და გახანგრძლივება არ სურს.

პორტალი Transfermarkt 25 წლის კომანის სატრანსფერო ღირებულებას 55 მილიონ ევროდ აფასებს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (14)

  • nika 54
    schedule 30 ოქტ 2021, 16:34
    #14

    ჯერ ისისც არ ვიცით ჩავი თუ მოდის და უკვე მისთვის საჭირო ფეხბურთელებზე ჩალიჩობენ? ზღაპარია აბა რა. მოვა და იტყვის. იანვრამდე ხო მაინც ვერავის მოიყვანენ. თუ ტელეფონით მისცა ზაკაზი.

  • torniket
    schedule 30 ოქტ 2021, 15:19
    #13

    თუ ვინმეს მოყვანის საშუალება აქვთ ისიც იჯარით სტერლინგია, სხვა არამგონია დაიმატონ სეზონის დასრულებამდე, მცველზე შეიძლება დაჩალიჩება ბევრი ხდება თავისუფალი აგენტი და ალბათ ვინმეს მოიყვანენ

  • Don_Andresito
    schedule 30 ოქტ 2021, 13:59
    #12

    ციტატა: rivaldo80
    ათასი სისულელე დაიწერება ახლა ამაში ბარსა ფულს არ გადაიხდის ზღაპარია.აქცენტი გაკეთდება ესპანელებზე უფრო და სწორიც იქნება


    ესეც სწრაფი და კარგი ბიჭია მარა ტრავმიანი. ფულიც ბევრი არ დაჯდება კონტრაქტი უმთავრდება. დემბელე წაიყვანონ და ეს გამოუშვან. ესპანელებიდან ტორესია კარგი ვარიანტი მარა ვინ მოგვცემს. ოიერზაბალი, ტრაორე, პინო ბრაიან რუისი მარა ვერც ერთის მყიდველი ვერ ვართ

  • Guga21
    schedule 30 ოქტ 2021, 13:31
    #11

    ასეთი მზეები იმდენია იქეთ გაატანოთ ჯობია )))

  • rivaldo80
    schedule 30 ოქტ 2021, 12:31
    #10

    ათასი სისულელე დაიწერება ახლა ამაში ბარსა ფულს არ გადაიხდის ზღაპარია.აქცენტი გაკეთდება ესპანელებზე უფრო და სწორიც იქნება

  • ტერ შტეგენი
    ტერ შტეგენი ვეტერანი
    schedule 30 ოქტ 2021, 10:49
    #9

    ციტატა: ალექსანდრე გეგეჭკორი
    Nina,
    ნამდვილად


    ჰოდა იმედია ხავი პირველად უვარგისი მედპერსონალის გაყრას მოითხოვს.

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    schedule 30 ოქტ 2021, 10:46
    #8

    Nina,
    ნამდვილად

  • M10 S9 D11
    schedule 30 ოქტ 2021, 10:38
    #7

    ესეთი დემბელეც გვყავს რა იყო ფლეისთეიშწნში პარტნიორი აკლია ლაზარეთში და უნდა მოუყვანონ?

  • ტერ შტეგენი
    ტერ შტეგენი ვეტერანი
    schedule 30 ოქტ 2021, 10:32
    #6

    ციტატა: ალექსანდრე გეგეჭკორი
    Nina,
    სამედიცინო პერსონალი გვყავს ძაან მაგარი და მაგიტო


    კი ბატონო მერე რეაბილიტაციას საუკუნეები ჭირდება და ამასობაში სეზონიც გადის.

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    schedule 30 ოქტ 2021, 10:31
    #5

    Nina,
    სამედიცინო პერსონალი გვყავს ძაან მაგარი და მაგიტო

  • ტერ შტეგენი
    ტერ შტეგენი ვეტერანი
    schedule 30 ოქტ 2021, 10:19
    #4

    ციტატა: ალექსანდრე გეგეჭკორი
    რავი ძაან კარგი ფეხბურთელია,ახალგაზრდა,სწრაფი,დარტყმაც აქვს,ტრამვა არ მიიღოს მთავარია


    კარგი იქნება მაგრამ ბარსელონაში მოსვლის მერე ყველა მასიურად იტრავმება და ლაზარეთისკენ მიუყვებიან გზას.

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    schedule 30 ოქტ 2021, 10:14
    #3

    MeMpiS..,
    ახალი ტაქტიკა?😁

  • EL MAESTRO 6
    schedule 30 ოქტ 2021, 10:07
    #2

    ესეც მარცხენა ფორვარდია.. დეპაი, და ფატიც მაგ პოზიციაზე არიან და ეს სად მიგყავთ.

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    schedule 30 ოქტ 2021, 10:03
    #1

    რავი ძაან კარგი ფეხბურთელია,ახალგაზრდა,სწრაფი,დარტყმაც აქვს,ტრამვა არ მიიღოს მთავარია