“ბარსელონას” განაპირა მცველმა, ჯანლუკა ძამბროტამ კომენტარი გააკეთა კაკას მიერ ოქროს ბურთის აღებაზე:
“კაკამ წელს ოქროს ბურთი დამსახურებულად აიღო, მაგრამ მომავალ წელს ეს მიღწევა მესიმ უნდა გაიმეოროს” – განაცხადა იტალიელმა მცველმა.
შეგახსენებთ, რომ კაკას და კრიშტიანუ რონალდუს შემდეგ ოქროს ბურთისათვის ბრძოლაში მესიმ მესამე ადგილი დაიკავა, რაც 20 წლის ჯერ კიდევ პატარა ბიჭისთვის, მითუმეტეს უტიტულო სეზონში, ნამდვილად არ არის ცუდი შედეგი.