დღეს “ბარსელონამ” დაადასტურა, რომ კლუბის დროებითი მთავარი მწვრთნელი სერჟი ბარჟუანი იქნება, რომელიც აქამდე სარეზერვო გუნდს წვრთნიდა.
ჟურნალისტ ტონი ჟუანმარტის ინფორმაციით, “ბარსა ბ-ში” ბარჟუანს, სანამ ეს უკანასკნელი თავდაპირველ პოსტს დაუბრუნდება, მისივე ასისტენტი, ფელიპ ორტისი შეცვლის.
როგორც მოსალოდნელია, სანაკრებო პაუზის შემდეგ, “ბლაუგრანას” ჩავი ერნანდესი ჩაიბარებს. თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა, ჩავი “ბარსელონას” კიევის “დინამოს” წინააღმდეგ გაუძღვეს.




ეს ალბათ საფუძველს მოუმზადებს ჩავის, რო უფრო გაუადვილდეს მუშაობა.
ამ სეზონში ძაან ცუდი შედეგები აქვს ბარსა ბ-ში