თითქმის ყველა ესპანური გამოცემა თანხმდება, რომ “ბარსელონას” ახალი მთავარი მწვრთნელი ჩავი ერნანდესი იქნება.
აქამდეც ცნობილი იყო, რომ “ბლაუგრანა” ჩავის რონალდ კუმანის შეცვლის ერთ-ერთ კანდიდატად განიხილავდა. ესპანელი ჟურნალისტების ცნობით, ნიდერლანდელის გათავისუფლების შემდეგ “ბარსა” ჩავის დაუკავშირდა.
რამდენიმე გამოცემის, მათ შორის RAC1-ის ცნობით უკვე გადაწყვეტილია, რომ “ბარსას” ჩავი ჩაიბარებს, დარჩენილია მცირე დეტალების მოგვარება, მათ შორის ესპანელის ამჟამინდელ კლუბთან “ალ სადთან” მოლაპარაკება, მაგრამ ივარაუდება, რომ ეს პრობლემა არ იქნება. ნიკოლა შირა კი იტყობინება, რომ პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეთანხმებულია და “ბარსელონა” ჩავის 2024 წლამდე ჩაიბარებს.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჩავი “ბარსელონაში” მუშაობას “სელტასთან” თამაშის შემდეგ შეუდგება. ეს ნიშნავს, რომ გუნდს მომდევნო 3 მატჩისთვის დროებითი მწვრთნელი დაჭირდება და შესაძლოა, ეს “ბარსა ბ-ს” დამრიგებელი სერჟი ბარჟუანი იყოს.




"ბარსელონა" ჩავის 2024 წლამდე ჩაიბარებს!!!..
===========================
კიი, "ჩაიბარებს ბარსა" ჩავის და კარგადაც მოუვლის.. ::დდდდდ
შენ უნდა გენახა რა ბურთები ტენეს ნოიერს, ყველა გემოვნების. ფეხებშორისაც კი. ისეთიც რო გაშეშდება და ბურთს უყურებს როგორ გადის. მაგრა მასიამოვნა მიუნხენგლადბახმა.
ძაანაც კარგი, მაგან მასე გააგრძელოს და გერმანიაში შტეგო ჩადგება, წესით მაგრად წაადგება
ძლივს ერთი კარგი სიახლე
შენ უნდა გენახა რა ბურთები ტენეს ნოიერს, ყველა გემოვნების. ფეხებშორისაც კი. ისეთიც რო გაშეშდება და ბურთს უყურებს როგორ გადის. მაგრა მასიამოვნა მიუნხენგლადბახმა.
ვითა ცხენსა შარა გრძელი და გამოსცდის დიდი რბევა
მობურთალსა მოედანი, მართლად ცემა, მარჯვედ ქნევა
იმედია არ გაწელავს დროს და დროზე მოიყვანს მოუთმენლად ველოდები ამ დღეს.
დროზე მოიყვამეთ ნი გაწელავთ ახლა დროს ფაჩიკოს გარმონივით
დილით გავიღვიძე და ამაზე კარგი ამბავი რა უნდა მოვისმინო აწი არ ვიცი.. უი თან ბაიერნს 5 ით 0 წაუგია..დღეს ეიფორიაში ვარ
ფრენკიც კაი მზეთუნახავია
გამიხარდეს თუარა ვერხვდები ჩავის მოსვლა ჰააგზე დამშვიდოდებას ნიშნავს
გვეღირსაა, იმედია მართლა ხავი იქნება და ვინმეს არ მოათრევს ლაპორტა. ეა დებილი ჰოლანდილებიც გააყოლეთ მზითვებში კუმანს. ფრენკის გარდა