ორშაბათს რონალდ კუმანი “ბარსელონას” სამედიცინო პერსონალს შეხვდა და ფეხბურთელების ხშირ ტრავმებთან დაკავშირებით გაესაუბრა.
ჟურნალისტ ხავი მიგელის ინფორმაციით, შეხვედრაზე მწვრთნელის ასისტენტ ალფრედ შროიდერსა და ფიზიოთერაპევტ ხუანხო ბრაუს შორის დაძაბული საუბარი გაიმართა. შროიდერმა ბრაუს პედრის უკანასკნელ ტრავმაზე პასუხისმგებლობა დააკისრა და გამოჯანმრთელების პროცესის გახანგრძლივების გამო უსაყვედურა, ბრაუმ კი ყველაფერი უიღბლობას დააბრალა. ეს უკანასკნელი შროიდერს არწმუნებდა, რომ პედრის მკურნალმა ექიმმა, ხავი ლინდემ საკუთარი საქმე იდეალურად შეასრულა.
წყაროს ცნობით, სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა და მხარეები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ტრავმის რეციდივი სათამაშო მოედნის ბრალი იყო. ვითარება მეტად აღარ გამწვავებულა.
აღნიშნული შემთხვევა იმის დადასტურებაა, რომ სამწვრთნელო შტაბსა და სამედიცინო პერსონალს შორის ჰარმონიული ურთიერთობა ნამდვილად არაა. ჟოან ლაპორტას ამის მოგვარება და გამოსავლის მოძებნა მოუწევს.




მთელი სამედიცინო შტაბი გამოსაცვლელია
არც ტენ ჰააგი, არც ჩავი და არც გვარდიოლა, ამ გუნდს ჭირდება იურგენ კლოპი რომ ამ უნამუსო გაზულუქებულ ნაბიჭვრებს სული გააძროს 24 საათიანი ვარჯიშით. ზოგი შეიძლება დაიბრიდოს მაგრამ ვინც გადარჩება ისინი კარგად ითამაშებენ და უსირცხვილოდ არ გაეპარებათ შარვალში კამპ ნოუზე ასი ათასი კაცის წინ
ცუდია, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ მათ კისერზეა ბევრი რამე
ლაპორტას თავზე ენგრევა გუნდი და ვერაფერს აკრთებს
სმედიცინო შტაბს რო თავი დანებო. რაღაც უაზრო ვარჯიშებს რო აკეთებს გუნდი უკვე წლებიაეგ ვისი ბრალია? გუშინ დე ლა ფუენტეს ინტერვიუ იყო და ყოველ დღე 1 საათს დარბაზში ტრენაჟორებზე ვატარებთო, იქნებია ფიზიკურად ხოდზე, ტრამვასაც ნაკლებად მიიღებენ და ვერც 90 წუთი დაღლი მასეთ მომზადებულ გუნდს
თავის დაძვრენა კარგად იციან რა. მათ კისერზეა ყველა ფეხბურთელის ჯანმრთელობა, წესით პროფესიონალები უნდა იყვნენ და ესენი უიღბლობას აბრალებენ🤦♂️🤦♂️ გასაყრელია ყველა