ილაიშ მორიბა ლაიფციგში – 49 წუთი

ილაიშ მორიბა ლაიფციგში – 49 წუთი

“ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელის, ილაიშ მორიბას, გერმანული კარიერა არცისე წარმატებულად მიმდინარეობს.

როგორც მოგეხსენებათ, გასულ ზაფხულში მასსა და კლუბს შორის ახალი ხელშეკრულების თაობაზე შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა, უთანხმოება ანაზღაურების ოდენობამ გამოიწვია. ფეხბურთელის წარმომადგენლები, კლუბში არსებული ფინანსური ვითარების ფონზე, არაადეკვატურად მაღალ ხელფასს ითხოვდნენ. “ბარსამ” პრინციპული პოზიცია არ დათმო, რასაც სეზონის ერთ-ერთი აღმოჩენის დაკარგვა მოჰყვა.

“ბარსელონასთან” წარმოქმნილი კონფლიქტის გამო, წასვლამდე, მორიბა სარეზერვო გუნდის განაცხადშიც კი ვერ ხვდებოდა, თუმცა იგი მოედანზე დიდ დროს ვერც “ლაიფციგის” შემადგენლობაში ვერ ატარებს. სეზონის დაწყების შემდეგ, მან მონაწილეობა მხოლოდ 3 შეხვედრაში მიიღო, სამივე შემთხვევაში იგი შეცვლაზე შევიდა.

ჯამში, შესაძლო 900-დან, მას მოედანზე მხოლოდ 49 წუთი აქვს გატარებული. ბოლოს, მან დღეს, გერმანიის თასის 1/16-ფინალში, რანგით მეოთხე ლიგის წარმომადგენელ “ბაბელსბერგთან” მატჩის უკანასკნელი 10 წუთი ითამაშა.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (7)

  • nika 54
    27 ოქტ 2021, 20:45

    რაც მე მაგას ვწყევლი, რაფერ უდგას პირში სული.(მე ბებია ილიკო და ილარიონი. ბებია ჰიტლერზე.)

  • cezo45
    27 ოქტ 2021, 03:37

    პოგბა ვარ კანტე ვარო და ტიპი ბოლოს ბალოტელი გაიჩითა :))

  • MARI=BARCA-fan
    27 ოქტ 2021, 01:45

    ადარდე ეხლა ამას სკამს გახეხავს თუ ითამაშებს, ზატო ჯიბეს გაივსებს, მერე დაიწყებს წანწალს სხვადასხვა ჩემპიონატებში (სადაც უფრო მეტს გადაუხდიან) და კარიერას სადღაც პაპუასებში დაასრულებს..

  • rivaldo80
    27 ოქტ 2021, 01:38

    ნუ უბანში ჟმოტი ბავშვი რომ არის და ყველა კრიჟანას ეზახიის წავიდა შენი კარიერაა ღოროოო?? ბარსამ დაგაყენა გზაზე უმადუროო

  • M10 S9 D11
    27 ოქტ 2021, 01:00

    ძაან კაი უფ რა მიხარია ასეთ დღეში როა

  • Norman Bates
    26 ოქტ 2021, 23:13

    მადლობა მორიბას რომ არსებობს. ძალიან კარგი მაგალითია იმისა როგორ არ უნდა მოიქცეს ახალგაზრდა ფეხბურთელი

  • Vito Kharshiladze
    26 ოქტ 2021, 23:02

    გიჟია გიჟიიი ეგრე გააგრძელე და გელოდებით დინამოში😉😉