“ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი, სესკ ფაბრეგასი, რომელიც ამჟამად “მონაკოს” ღირსებას იცავს, “ბარსადან” ლიონელ მესის წასვლის შესახებ საუბრობს:
ლეოსთან ერთად შვებულებაში ვიყავი, მან მითხრა, რომ კონტრაქტის გახანგრძლივებასთან ძალიან ახლოს იყო და მომდევნო კვირაში ვარჯიში უნდა დაეწყო. ხუთი დღის შემდეგ კი მომახსენა, რომ ეს შეუძლებელი იყო და კლუბმა მას უთხრა, რომ უნდა წასულიყო.
მე ძალიან დამწუხრებული ვიყავი, რადგან მისი მეგობარი და “ბარსელონას” გულშემატკივარი ვარ. თუმცა ახლა ბედნიერი ვარ, რომ ამ სეზონში მის წინააღმდეგ თამაში შემიძლია.
ფაბრეგასი “ლურჯ-ბროწეულისფერთა” ღირსებას 2011-14 წლებში ირგებდა და გუნდთან 6 ტიტულის მოგება მოახერხა.




კი ეგრე იყო.
ეს ლეო და პიკე აკადემიაში ერთ გუნდში იყვნენ ხო?