ჟოან გასპარი: ვიცი, რომ ცუდი პრეზიდენტი ვიყავი

ჟოან გასპარი: ვიცი, რომ ცუდი პრეზიდენტი ვიყავი

“ბარსელონას” ყოფილმა პრეზიდენტმა, ჟოან გასპარმა კატალონიურ კლუბში გატარებულ პერიოდზე საკმაოდ საინტერესოდ ისაუბრა:

მე ცუდი პრეზიდენტი ვიყავი, ეს ვიცი. როგორც ვიცეპრეზიდენტი, კარგი ვიყავი, თუმცა პრეზიდენტად ვერ გამოვდექი. ახლა კენჭს რომ ვიყრიდე, საკუთარ თავს ხმას არ მივცემდი. თუმცა, როგორც მინიმუმ, ჩვენ მესის დამატება შევძელით, სწორედ მაშინ იწყებდნენ გამოჩენას ჩავი და ინიესტაც.
არჩევნებში ხმა ვიქტორ ფონტს მივეცი, თუმცა ახლა ლაპორტა ჩვენი პრეზიდენტია. დარწმუნებული ვარ, ისინი სიტუაციას შემოაბრუნებენ.

ჟოან გასპარი “ბარსელონას” პრეზიდენტი 2000-2003 წლებში იყო, ვიცეპრეზიდენტის თანამდებობას კი 1978-დან 2000 წლამდე იკავებდა, რა პერიოდშიც კლუბს ხოსეპ ლუის ნუნიესი ხელმძღვანელობდა.

გასპარი “ბლაუგრანას” ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი პრეზიდენტი და, ამავდროულად, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ვიცეპრეზიდენტია.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (2)

  • nika 54
    15 ოქტ 2021, 16:13

    ბართომეუსავით არ იმართლებს თავს. რაცა ვარ ესა ვარო.

  • El pistolero 9
    14 ოქტ 2021, 21:05

    ნეტა ბართომეუც ხვდებოდეს რამხელა ნაგავია