“ბარსელონა”, სანაკრებო შესვენების შემდეგ, პირველ მატჩს 17 ოქტომბერს, 23:00 საათზე, შინ, “ვალენსიას” წინააღმდეგ გამართავს.
ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, აღნიშნული შეხვედრის მთავარი მსაჯი ხესუს ხილ მანსანო იქნება, VAR-ის ოთახიდან კი მას მუნუერა მონტერო დაეხმარება.
37 წლის ესპანელს ლა ლიგაში დებიუტი 2012 წელს ჰქონდა, 2014 წლიდან კი ის ფიფას კატეგორიის არბიტრია.
მანსანოს “ბარსელონას” მატჩებში 28-ჯერ უმსაჯია. აქედან კატალონიელებმა 16 შეხვედრის მოგება მოახერხეს, 6 წააგეს და ფრედაც 6 დაასრულეს. ბოლოს ხესუს ხილს “ბლაუგრანას” მონაწილეობით “ელ კლასიკოს” გაძღოლა ხვდა წილად, რომელიც “რეალმა” 2-1 მოიგო. თამაშის ბოლოს კი მსაჯმა მარტინ ბრეითუეიტზე საკამათო სიტუაციაშო პენალტი არ დანიშნა.
მანსანოს “ბარსას” ფეხბურთელებისთვის 64 ყვითელი და სამი წითელი ბარათი აქვს ნაჩვენები. ამ უკანასკნელიდან ერთ-ერთი ლიონელ მესის, ესპანეთის სუპერ თასის ფინალში, ბილბაოს “ატლეტიკის” წინააღმდეგ უჩვენა.
რაც შეეხება “ბლაუგრანას” მეტოქეს, 37 წლის არბიტრს “ვალენსიას” შეხვედრები 27-ჯერ განუსჯია, რომელთაგან 12 “ღამურების” გამარჯვებით, 8 მარცხით, ხოლო 7 – ფრედ დასრულდა. მანსანოს ვალენსიელებისთვის 75 ყვითელი და მხოლოდ ერთი წითელი ბარათი აქვს ნაჩვენები.
ნეტა მოვუგოთ და ვინც უნდა ის იდგეს.
რთული მატჩი მოგველის ვალენსიასთან. ვფიქრობ მანდაც წავაგებთ. ნეტა მამარდა დადგეს კარში და ვერ გავუტანოთ ეგ მაინც გამიხარდება