workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ზაქარიამ რომას შეთავაზება არ მიიღო

ზაქარიამ რომას შეთავაზება არ მიიღო

Diario AS-ის ინფორმაციით, დენის ზაქარია მხოლოდ “ბარსელონაზე” ფიქრობს.

როგორც ცნობილია, 24 წლის ფეხბურთელმა “რომას” შეთავაზება არ მიიღო და არც “გლადბახთან” კონტრაქტის გახანგრძლივებაზეა თანახმა. 

შვეიცარიელს გერმანულ კლუბთან ბოლოს გაფორმებული ხელშეკრულება მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება. შესაბამისად, შესაძლებელია, რომ ის “ბარსელონას” ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდეს.

დენისს ამ დროისთვის “გლადბახის” რიგებში ჩატარებულ 5 მატჩში თავი 2 გოლითა და 1 ასისტით გამოიჩნა. ზაქარია ამპლუით საყრდენი ნახევარმცველია, თუმცა, მას თამაში ცენტრალური მცველის პოზიციაზეც შეუძლია.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • nika 54
    schedule 14 ოქტ 2021, 18:27
    #3

    მთავარია,კიდევ ვინმე ინვალიდი არ მოიყვანონ, ყურადღებით უნდა დაკვირვება. მაგალითად რუდიგერზე რეალმა გადაიფიქრა იმიტომ რო ტრამვებისკენ მიდრეკილიაო. თუმცა თვითონ ფეხბურთელს ძალიან უნდოდა რეალში.

  • El pistolero 9
    schedule 14 ოქტ 2021, 01:05
    #2

    რავიცი ასეთი, ამ დონის მოთამაშე ვინც მოიყვანეს ვერცერთმა გაამართლა და ამისგან გამოვა რამე?

  • ROUCH
    schedule 13 ოქტ 2021, 22:27
    #1

    შავი მასკერანო ყოფილა.