“ვილიარეალის” 18 წლის შემტევი, იერემი პინო, “ბარსელონაში” გადასვლასთან ძალიან ახლოს იყო.
Mundo Deportivo წერს, რომ 2017 წელს, როდესაც პინო “ლას პალმასში” თამაშობდა, “ბარსას” მასთან კონტრაქტი შეთანხმებული ჰქონდა. ვინაიდან ახალგაზრდა, ნიჭიერი ფეხბურთელებისთვის ბრძოლაში ესპანურ კლუბებს შორის კონკურენცია მაღალია, ჟორდი როურა და აურელი ალტიმირა, რომლებიც მაშინ “ბარსას” აკადემიაში მუშაობდნენ, მისი ოჯახისა და აგენტების დარწმუნებაზე აქტიურად მუშაობდნენ, მათ სპორტული პროექტი წარუდგინეს და “ლა მასიაც” დაათვალიერებინეს.
მისი კატალონიაში გადასვლა გადაწყვეტილი იყო, თუმცა კონტრაქტის გაფორმებამდე პინოს აგენტმა “ბარსელონას” შეატყობინა, რომ “ვილიარეალმა” მათ ფინანსურად უფრო მომგებიანი წინადადება შესთავაზა და ახალგაზრდა კანარელი კარიერას ვალენსიური კლუბის აკადემიაში გააგრძელებდა.
6 ოქტომბერს, იტალიასთან შეხვედრაში, გავის მსგავსად, პინოს ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში დებიუტი ჰქონდა.
ვილიარეალში ევროპა ლიგა მაინც მოიგო და ბარსაში სამში გრძელს მოიგებდა
ფინანსურად ცოტა უკეთესი წინადადების გამო, ვინც ბარსას ვილიარეალში გაცვლის, ის არაფრის ღირსი არ არის.
მოკლედ როცა საქმე მოსწრებაზეა ყველა გვასწრებს, და გადახდაზე კი საერთოდ ბოლო ადგილზე ვართ.