წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 13 ოქტომბერს მოხდა.
თამაშები
13 ოქტომბერს “ბარსელონამ” 8 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 3 მოიგეს, 2 ფრედ დაასრულეს და 3 წააგეს.
1867 წელი
დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი ნახევარმცველი მიკელ ვალდეს პადრო. ის “ბლაუგრანაში” 1901-1902 წლებში თამაშობდა. პადრომ კატალონიურ გუნდში მაკაიას თასი მოიგო.
1872 წელი
დაიბადა ვალტერ ვილდი, კლუბის ერთ-ერთი დამფუძნებელი და პირველი პრეზიდენტი. ის “ბარსელონას” 1899-1901 წლებში ხელმძღვანელობდა და თავადაც თამაშობდა გუნდში, რომლის შემადგენლობაში 10 მატჩი ჩაატარა
1957 წელი
ლა ლიგის გასვლით “ელ კლასიკოში” “ბარსელონა” 0-3 დამარცხდა.
1971 წელი
კლუბის დელეგაცია, პრეზიდენტ აგუსტი მონტალის ხელმძღვანელობით, ფრანსისკო ფრანკოს შეხვდა და მას “პალაუ ბლაუგრანას” ოქროს მედალი გადასცა. ვიზიტი სპორტული დარბაზის მშენებლობაში რეჟიმის დახმარებას უკავშირდებოდა. 2019 წელს “ბარსელონამ” ფრანკოსთვის მინიჭებული ჯილდოები ოფიციალურად გააუქმა
1999 წელი
კატალონიაში გამართული “ელ კლასიკო” 2-2 დასრულდა. “ბარსელონას” მხრიდან გოლები რივალდომ და ლუიშ ფიგუმ გაიტანეს. ეს “ბარსელონასთვის” ზედიზედ მე-5 წაუგებელი “ელ კლასიკო” იყო.
ლუის ენრიკესთვის ეს მატჩი “ბარსას” მაისურით ლა ლიგაში მე-100 გამოდგა.




მადრიდიდან კი გადმოვიდა ბარსაში და რა ვიცი, ეგრე შეაზიზღეს იქ თავი?
ენრიკეს მწვრთნელსაც კი ძაან ეტყობა რამდენად არ ევასება მადრიდელები.