workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სტერლინგი სიტისთან კონტრაქტს არ ახანგრძლივებს – ინგლისელს ბარსაში თამაში სურს | MD

სტერლინგი სიტისთან კონტრაქტს არ ახანგრძლივებს – ინგლისელს ბარსაში თამაში სურს | MD

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, “მანჩესტერ სიტის” 26 წლის თავდამსხმელი, რაჰიმ სტერლინგი “ბარსელონაში” გადასვლაზე თანახმაა. 

წყაროს ცნობით, ინგლისელ ფეხბურთელს “ქალაქელებთან” კონტრაქტის გახანრძლივება არ სურს, ის “კამპ ნოუზე” თამაშითაა დაინტერესებული.

კატალონიური კლუბი იანვარში სტერლინგის იჯარით, გამოსყიდვის ვალდებულებით აყვანას გეგმავს. 

ინგლისელი მიმდინარე სეზონში “სიტის” ძირითად შემადგენლობაში იშვიათად ხვდება, რითაც უკმაყოფილოა, “ბლაუგრანაში” კი წამყვანი ფეხბურთელობის იმედი აქვს. მისი ამჟამინდელი ხელშეკრულება 2023 წელს იწურება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (10)

  • JasoN
    schedule 10 ოქტ 2021, 06:44
    #10

    გავიგე რასაც წერთ მაგრამ ამაზე უკეთესი ვინ გვყავს ეხლა რომ ეს არც გვინდოდეს და ამის შემცვლელსაც ხედავდეთ ბარსელონაში? ვერ ხედავთ ხრუსთალის ფეხბურთელებით რო გაივსო ეს კლუბი? ნეტა ვინმე იყიდონ და უკვე არაფერს ვჩივი(((( საქართველოს ნაკრებმაც კი სამჯერ დაურტყა საბერძნეთს და ამათ დაავიწყდათ ბოლოს კარში როდის დაარტყეს გოლს ვინ ჩივის

  • nika 54
    schedule 09 ოქტ 2021, 14:50
    #9

    ეს სიტია და პარიზისა არ იყოს რო იტყვიან არ ვყიდითო, ნამდვილად არ გაყიდიან. მაგათთვის ფეხბურთელები მონები არიან.

  • azulgerana
    schedule 09 ოქტ 2021, 13:51
    #8

    მანჩესტერ სითის სკამზე ჯდომას ურჩევნია ბარსაში იჯდეს და გულით იჯდეს. ესეთი ფეხბურთელები ფასობს.

  • alen halilovic
    schedule 09 ოქტ 2021, 00:56
    #7

    ეს თუ მართალია და მართლა ბარსაში თამაში უნდა… ჭკუით დიდად არ გამოირჩეოდა აქამდე მარა… სად მიდიხარ, საიდან მიდიხარ… ეგეთი მაგარი გონია თავი რო არ ჩაფლავდება აქ? არ ვიცი. მე კი წავიდოდი მაგის ადგილას ალბათ, მარა ეგეთი ბარსას ფანი არამგონია სტერლინგი იყოს

  • M10 S9 D11
    schedule 09 ოქტ 2021, 00:20
    #6

    ეს და დემბელე ერთად შეტევაში წარმომიდგენია უკვე როგორ გააცამტვერებენ მეტოქოს კარის თავზე ფრინველებს

  • Iniesta_8
    schedule 09 ოქტ 2021, 00:01
    #5

    მაინც არ მინდა ეს მაზილა, უფასოდ ან ძაან იაფად თუ მოვა იყოს მაშინ, ჩვენ შემადგენლობას რომ შევხედოთ დასაწუნი არავინაა მარა თუ მოყავთ ბარემ უკეთესი მოიყვანონ.

  • Don_Andresito
    schedule 08 ოქტ 2021, 23:58
    #4

    ციტატა: La Pulga10
    გამაგიჟებენ რა.მარჯვენა ფლანგზე ცაცია იშოვეთ ვინმე მე თქვენი.


    სულ არაა აუცილებელი მარჯვენა ფლანგზე ცაცია იყოს, ეს კარიერის დიდი ნაწილი მარჯნვენა გარემარბი იყო. ბევრია კიდე ეგეთი ვინც კარგად თამაშობს მარჯვენა ფლანგიდან მარა ცაცია არაა. თორე ეს შემოჭერი დაარტყი მესი თუ არა რობენი ან სალაჰი უნდა იყო რო შეძლო თორე ვინ არტყმევინებს ბოლო დროს ეგეთ კუტუ ცაციებს. ეს სისწრაფეს მოგვცემს იქ სადაც არ უნდა დადგეს, ცენტრი მარცხნივ თუ მარჯვნივ. მარა სიტი დაგიხატავს. გვარდიოლა ჩვენიანია და გამოუშვებსო, ერთი ლაპორტი გამოუშვა მეორე ბერნარდო და მესამეს ამას გამოუშვებს. სულ ქინძზე კიდია ბარსა, თითონ იყოს კარგად. დაასკდეს ზიდანს აღმზრდელი თუ საყვარელი გუნდის სიყვარულში. პეპი არასდროს დაბრუნდება. მთავარია არ შერვხვეს თითონ, წავა პსჟ ში ამის მერე, ან სერიას ა ს ყველაზე მდიდარ და სუპერ გუნდში, ან თუნდაც ნაკრებში. ლიჟბი არ შერცხვეს და სირთულეს არ შეეჭიდოს. ბარსაში არა ბარსა ბ ში დაბრუნდება კიდე. დაჟე ბ გუნდში უფრო დაბრუნდება ნაკკლები წნეხია. 550 მილიონი უნდა რო საძირკველი იყიდოს რაზეც მერე ამდენივე თახნით ახალ გუნდს დააშენებს და მომეცი მილიარდი და მეც შევქნმნი პრემიერ ლიგის მომგებ გუნდს.

  • .Gladiator.
    schedule 08 ოქტ 2021, 23:57
    #3

    ეს და დემბელე ფლანგებზე
    დამაწყვიტავენ ნერვებს

  • La Pulga10
    schedule 08 ოქტ 2021, 23:49
    #2

    გამაგიჟებენ რა.მარჯვენა ფლანგზე ცაცია იშოვეთ ვინმე მე თქვენი.

  • Norman Bates
    schedule 08 ოქტ 2021, 23:13
    #1

    ამას რა დაესიზმრა კუმანის გუნდში თამაშზე რომ ოცნებობს😀