workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
როგორ გაჩარხა ბარსამ ფერან ტორესის ტრანსფერი

როგორ გაჩარხა ბარსამ ფერან ტორესის ტრანსფერი

ფერან ტორესის “ბარსელონაში” გადმოსვლის შესახებ ინფორმაცია დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში ვრცელდებოდა, გუშინ კი ეს ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა. თუმცა სინამდვილეში ტრანსფერზე მუშაობა უფრო ადრე დაიწყო.

ოქტომბრის ბოლოს, როდესაც რონალდ კუმანი “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან უკვე გათავისუფლებული იყო, ხოლო ჩავი ერნანდესს “ბლაუგრანაში” მუშაობა ჯერ არ ჰქონდა დაწყებული, მომავალმა მწვრთნელმა კლუბის ხელმძღვანელობასთან სატრანსფერო სამიზნეები განიხილა. ჩავიმ განაცხადა, რომ მას ჭირდებოდა ფლანგის შემტევი, რომელსაც გოლების გატანაც შეეძლო. განიხილეს ორი ვარიანტი – დანი ოლმო და ფერან ტორესი, არჩევანი კი მეორეზე შეჩერდა.

სანამ “ბარსა” “მანჩესტერ სიტის” მიმართავდა, ჩავისა და ფერან ტორესის შეხვედრა გაიმართა და ერთმანეთით ორივე მხარე მოხიბლული დარჩა. შემდეგ ტორესი უკვე ჟოან ლაპორტას ესაუბრა და ეს შეხვედრაც იგივე შედეგით დასრულდა. ამის შემდეგ ფერან ტორესმა პეპ გვარდიოლას განუცხადა, რომ მას “ბარსელონაში” წასვლა სურდა და მიიღო პირობა, რომ ტრანსფერში ხელშეწყობა ექნებოდა. ამ დრომდე ჟურნალისტებმა მიმდინარე მოვლენების შესახებ არაფერი იცოდნენ.

ამის შემდეგ, 26 ნოემბერს, მატეუ ალემანი და ფერან რევერტერი ინგლისში ჩადიან და “სიტის” აღმასრულებელ დირექტორს, ფერან სორიანოს ხვდებიან. სორიანი “ბარსასთვის” უცხო ადამიანი არაა – ის ლაპორტას კაცია, რომელსაც 2003-2010 წლების “ბარსელონას” შექმნაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის. მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ალემანი და რევერტერი მანჩესტერში რაჰიმ სტერლინგისთვის ჩადიან, მოულოდნელად კი გაიჟღერა ცნობამ, რომ ფერან ტორესის სახელიც ახსენეს. მალევე სტერლინგი პრესიდან გაქრა და მხოლოდ ტორესი დარჩა.

“ბარსელონა” ინგლისში კონკრეტული შეთავაზებით ჩავიდა. კატალონიელებმა უკვე იცოდნენ, როგორ უნდა ემოქმედათ. მათ იცოდნენ, რომ “სიტისთვის” ფეხბურთელის იჯარა არ უნდა შეეთავაზებინათ, რომ შეთავაზება სრულფასოვანი ტრანსფერი უნდა ყოფილიყო. მათ ზურგს ფეხბურთელის სურვილი და გვარდიოლას დაპირება უმაგრებდა. მოლაპარაკებები 40 მილიონი ევროდან დაიწყო და საბოლოოდ 55 მილიონით დასრულდა.

ასე გაჩარხა “ბარსამ” ერთ-ერთი ყველაზე იმედისმომცემი ესპანელი ფეხბურთელის ტრანსფერი.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (13)

  • EL MAESTRO 6
    schedule 29 დეკ 2021, 18:58
    #13

    ციტატა: Kun agüeroooo
    ლაპორტამ იცის თავის საქმე და აქ რო გამოხტება 12 წლის ნიკა კულე და ჯონდი ბარსა და დაიწყებს ამის დედა @ოვტყანო და ესა და ისაო 1 რამეს გეტყვი შვილო შენ სანამ კუტუ კალამში გქონდა ლაპორტა ქმნიფა მსოფლიოში უძლერეს გუნდას და არგუბდა შენი სლეობა კომები


    მეც ძაან მიკვირს ახლა რომ ლაპორტას აგინებენ ის ხომ არ ავიწყდებათ ვინ ააშენა თავის დროზე გუნდი, ამაზე არანაკლებ ნეხვში ვიყავით მაგრამ მოვიდა ლაპორტა და გამოასწორა სიტუაცია, თუ ვინმეა საგინებელი ეს არის ბართომეუ და რამირესი, ორი დედამოხნული ძაღლი

  • GiorgiM86
    schedule 29 დეკ 2021, 16:11
    #12

    გადამეტებული ფასია 55 მლნ ევრო ფერან ტორესისთვის. არაა მაგ დონის ვარსკვლავი, რომ მაგდენი ღირდეს 🙁 ნუ ერთადერთი ასაკის გამო თუ გაისვრის ამხელა თანხას კაცი ასეთ მოთამაშესთვის.

  • EL MAESTRO 6
    schedule 29 დეკ 2021, 15:54
    #11

    Davita,
    სასწაულს არც ველოდები, თან ახალგაზდაა და ძაან ჭკვიანი მოთამაშეა, უტვინო დემბელეს და ეგეთ სლეებს ბევრად აჯობებს

  • Davita
    schedule 29 დეკ 2021, 15:47
    #10

    ციტატა: 《○BIG ĆULE○》
    Davita,
    რაარი ზამენა სანამ ტრამვას მიიღებდა სულ ათამაშებდა პეპი და გოლებსაც იტანდა


    ან თასზე ათამაშებდა ანკიდე როცა ჟესუსი ალეწილი იყო, არგვინდა ეს თავის მოტყუება და რაღაც სასწაული ლოდინი, პოტენციალი აქვს და ვნახოთ როგორ განვითარდება

  • El pistolero 9
    schedule 29 დეკ 2021, 14:39
    #9

    Davita,
    და ესპანეთის ნაკრების ერთ-ერთ მთავარ შემტევზე, რომელმაც ნოიერს ჰეტ-ტრიკი შეუსრულა.

  • EL MAESTRO 6
    schedule 29 დეკ 2021, 14:35
    #8

    Davita,
    რაარი ზამენა სანამ ტრამვას მიიღებდა სულ ათამაშებდა პეპი და გოლებსაც იტანდა

  • Davita
    schedule 29 დეკ 2021, 14:18
    #7

    ბიჯო საუბარი სიტის ზამენის ზამენაზე როა ხოარ დაგავიწყდათ? ისეთ სათაურებს ადებთ როგორ გაჩარხაო გეგონება ჰოლანდის ან მბაპეს ტრანსფერი გაეჩარხოს

  • Kun agüeroooo
    schedule 29 დეკ 2021, 14:11
    #6

    ლაპორტამ იცის თავის საქმე და აქ რო გამოხტება 12 წლის ნიკა კულე და ჯონდი ბარსა და დაიწყებს ამის დედა @ოვტყანო და ესა და ისაო 1 რამეს გეტყვი შვილო შენ სანამ კუტუ კალამში გქონდა ლაპორტა ქმნიფა მსოფლიოში უძლერეს გუნდას და არგუბდა შენი სლეობა კომები

  • Clever liar
    schedule 29 დეკ 2021, 14:04
    #5

    კარგია ნეტა ფოდენიც გაჩარდულიყო თავის დროზე

  • Albicelecte
    schedule 29 დეკ 2021, 13:51
    #4

    თან სიტის ჰალანდის ტრანსფერისათვის ფული სჭირდებოდა;
    სეზონის ბოლოს გაბი ჟეზუსს გაყიდის, მაგრამ ჰალანდს ბავარია ააცლის ცხვირწინ
    მის მაგივრად დუშან ვლახოვიჩს მიიყვანენ, რომელიც შეიძლება უკეთესიც კი გამოდგეს

  • nika 54
    schedule 29 დეკ 2021, 13:03
    #3

    ნეტა ეს მაინც გაამართლებდეს, ნეიმარის და სუარესის შემდეგ ერთი ტრანსფერი არ მახსენდება რო გაემართლებინოს ისე როგორც ბარსას ეკადრება.

  • EL MAESTRO 6
    schedule 29 დეკ 2021, 12:32
    #2

    ნეტა ჰოლანდზეც ასე ხომ არ ჩალიჩობენ?

  • Moriba
    schedule 29 დეკ 2021, 12:09
    #1

    ხო ვამბობდით კიდე გვინდაო ვინგერიო აიაქსი 15 მილიონად ყიდის ნერეშს რო დაგვეთრია გაასწორებდა