workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ნიუკასლის ახალ მფლობელებს ფილიპე კოუტინიოს შეძენა სურთ

ნიუკასლის ახალ მფლობელებს ფილიპე კოუტინიოს შეძენა სურთ

ხანგრძლივი დავის შემდეგ “ნიუკასლ იუნაიტედს” ახალი მფლობელები ჰყავთ, რომლებიც ინგლისური გუნდის სერიოზულად გაძლიერებას აპირებენ და გეგმავენ, ახლო მომავალში რამდენიმე ხმაურიანი ტრანსფერი განახორციელონ. 

Sport-ის ჟურნალისტის, ლუის მიგელსანსის ინფორმაციით, არაბი ინვესტორების ერთ-ერთი სამიზნე ფილიპე კოუტინიოა – შესაძლოა,”ბარსელონას” ბრაზილიელი შემტევი პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს, სადაც კარიერის საუკეთესო წლები გაატარა. 

“ნიუკასლს” ტრანსფერის განხორციელება იანვარში სურს, “ბარსა” კი ფეხბურთელს 50 მილიონ ევროდ აფასებს. 

კოუტინიოს გარდა კლუბის რადარზე ედენ აზარი, რაჰიმ სტერლინგი, კალიდუ კულიბალი და სხვა მოთამაშეებიც არიან. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (23)

  • nika 54
    schedule 09 ოქტ 2021, 15:09
    #23

    და დემბელე უმტიტი ლანგლე არ უნდათ? იაფად გავატანდით. თუმცა ჩვენს რადარზე მყოფ სტერლინგს კი დაადგეს თვალი ასე რომ ეგ ვარიანტიც მოკვდა

  • Bakero
    schedule 09 ოქტ 2021, 03:25
    #22

    აუ რა მადლია 50 მილიონი ამაშიი! მიდით ჰქენით სიკეთე ნიუკასლ იუნაიტედ

  • T.Stegen
    schedule 08 ოქტ 2021, 21:43
    #21

    კაკრას შეტენეთ ერთ 100 მილიონად