დღეს, დილას, RAC1-მა “ბარსელონას” პრეზიდენტთან, ჟოან ლაპორტასთან, ინტერვიუ ჩაწერა.
ლაპორტა ინტერვიუში რამდენიმე დღის წინ წარდგენილი აუდიტის შედეგების, მესის, ნეიმარისა და სხვა საინტერესო თემების შესახებ საუბრობს. გთავაზობთ ინტერვიუს სრულად.
აუდიტი და ბართომეუს პასუხისმგებლობა
როგორც ჩვენმა აღმასრულებელმა დირექტორმა (ფერან რევერტერი) განაცხადა, ხელმძღვანელობას იმპროვიზაცია უწევს, ტრანსფერების ფულის გარეშე განხორციელება. სიტუაცია არცისე კარგია.
იურიდიული დეპარტამენტი შესაძლო დარღვევებს იკვლევს, რათა დავადგინოთ, უნდა დადგეს თუ არა გარკვეული პირების პასუხისმგელობა. წლის ბოლოსთვის, ყველა ინფორმაცია მოგროვებული იქნება და გადაწყვეტილებას მივიღებთ. არ მინდა, რომ ვიჩქაროთ, უდანაშაულობის პრეზუმფცია უნდა დავიცვათ და შედეგებს დაველოდოთ.
ესპაი ბარსა
სიტუაციის გამოსწორება
კლუბს, ფერან რევერტერის სახით, ძალიან კარგი აღმასრულებელი დირექტორი ჰყავს. ჩვენ შევიმუშავეთ 5-წლიანი გეგმა. წელს, ჩვენს მიზანს ბიუჯეტში დეფიციტის არარსებობა წარმოადგენს.
ტრანსფერების განხორციელება შეგვიძლია, ამისთვის რესურსების მოძიებას შევძლებთ, თუმცა ახალი ვალების აღება არ გვსურს. კლუბის სპორტულ საჭიროებებსა და ახალი ფეხბურთელების გაფორმებაზე ყოველთვის ვფიქრობთ.
საუბრები ნეიმარის დაბრუნების შესახებ
ახალი 1.5 მილიარდი ევროს კრედიტი
“კამპ ნოუს” რეკონსტრუქცია
როდესაც “კამპ ნოუს” რეკონსტრუქცია დაიწყება, ვგეგმავთ, რომ “იოჰან კრუიფზე” ერთი წელი ვითამაშოთ. ასევე, განვიხილავთ “იოჰან კრუფის” ტევადობის 50 ათასამდე გაზრდას.
როდესაც ახალი პროექტი წარმიდგინეს, ტანში ჟრუანტელმა დამიარა, იგი ბრწყინვალეა. ამ პროექტს ქალაქზე ისეთივე გავლენა ექნება, როგორიც “ოლიმპიადას” აქვს.
“კამპ ნოუზე” ტევადობა 110 ათასამდე გაიზრდება. გვექნება ახალი მესამე იარუსი და ახალი VIP ლოჟები.
Goldman Sachs (ამერიკული საინვესტიციო ფონდი) ამ ყველაფერის განხორციელებაში დაგვეხმარება, ამ ადამიანებს ჩვენი ფილოსოფია კარგად ესმით.
CVC და მესი
“ბარსელონა” ვერ იქნება ისეთი ოპერაციის ნაწილი, რომელიც კარგად შესწავლილი არ არის. ლა ლიგის ბევრი გუნდისთვის ეს კარგი ოპერაციაა, მაგრამ ჩვენ ზედმეტი ვალი არ გვჭირდება.
ჩვენ მასზე ბოლომდე უარი არ გვითქვამს. დიახ, შესაძლოა ჩავერთოთ, მაგრამ ამისათვის გარკვეული პირობების შეცვლა მოუწევთ. ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა, მაშინ ხელშეკრულების საბოლოო ვერსიაც კი არ გვქონდა.
ხავიერ ტებასმა განაცხადა, რომ “ბარსამ” CVC-ზე უარი “რეალის” გავლენით თქვა.
მესი უფასოდ
მესის დარჩენა სურდა, თუმცა, ამავდროულად, ისინი გარკვეული წნეხის ქვეშ იყვნენ, რადგან პსჟ-ისგან წინადადება ჰქონდათ. ვფიქრობ, მათ იცოდნენ, რომ თუ იგი “ბარსაში” ვერ დარჩებოდა, პსჟ-ს შეურთდებოდა. ბოლო წამს, იმედი მქონდა, რომ მესი უფასოდ თამაშს შემოგვთავაზებდა, ლა ლიგა ამას არ დაბლოკავდა, მაგრამ ჩვენ მისი დონის ფეხბურთელს ამას ვერ ვთხოვდით.
იმედი მქონდა, რადგან მას ვიცნობ, პირველ გუნდს ჩემს დროს შეუერთდა, მის ოჯახს ძალიან დავეხმარე. მან იცოდა, რომ როდესაც ფინანსური მდგომარეობის გამოსწორებას შევძლებდით, შეთანხმებულ ანაზღაურებას მიიღებდა.
ჩვენ გვსურს, რომ, თუ მათი სურვილიც იქნება, როდესაც ამისთვის შესაფერისი დრო მოვა, სათანადო გამოსამშვიდობებელი ღონისძიება მოვაწყოთ.
კუმანი
ყველა კატალონიელი, მათ შორის კუმანიც, შედეგებით იმედგაცრუებულია. ასეთ დროს, პრეზიდენტი ვალდებულია, შეაფასოს ყველა გარემოება და მიიღოს საუკეთესო გადაწყვეტილება. ჩემი ნდობით აღჭურვილ ადამიანებთან საუბრის შემდეგ, გადავწყვიტე, რომ ისევე უნდა მოვქცეულიყავი, როგორც რაიკარდის შემთხვევაში მოვიქეცი. იგი ნდობას იმსახურებს.
პირველ რიგში, ის კულეა, რომელსაც “ბარსა” უყვარს და ამას მას საუბრის დროსაც შეატყობთ. ამასთან, ის “ბარსელონას” ლეგენდაა. კუმანი მაშინ მოვიდა, როდესაც კლუბში რთული სპორტული და ეკონომიკური მდგომარეობა იყო. როდესაც ვკითხე, აქვს თუ არა ამ გუნდის რწმენა, მან მიპასუხა, რომ, რა თქმა უნდა, აქვს, მაგრამ ტრავმირებული ფეხბურთელების დაბრუნება სჭირდება.
კუმანის საფეხბურთო ტაქტიკა
როდესაც კუმანმა ყველაფერი ამიხსნა, ჩემთვის გასაგები გახდა. თამაშის სტილზე ყველას ჩვენი წარმოდგენა გვაქვს, მაგრამ პროფესიონალებთან ვერ ვიკამათებ, მათ პატივს ვცემ. იგივე მოხდა რაიკარდთან და პეპთან. ხანდახან, მათ ჩემს მოსაზრებებს ვაცნობდი და ამის შესახებ ვმსჯელობდით.
პირველ რიგში, კუმანს სურს გამარჯვებების მოპოვება და წარმატება. ვფიქრობ, რომ მისთვის ამ შანსის არმიცემა სამართლიანი გადაწყვეტილება არ იქნებოდა.
ჩავი
მასთან ხშირად ვსაუბრობ, რადგან მეგობრები ვართ. რამდენიმე დღის წინ, პეპთან ვისაუბრე. მათი აზრი ყოველთვის მაინტერესებს, რადგან ჩემზე მეტი იციან.
ჩვენი მწვრთნელი რონალდ კუმანია. მისი აქ ყოფნით მოხარულები ვართ, ახლა კი ამ არასასურველი სიტუაციის გამოსწორებაზე ვმუშაობთ. ჩვენი სპორტული დეპარტამენტი სხვა მწვრთნელებსა და ფეხბურთელებზე ყოველდღიურად მუშაობს და ეს ნორმალური მოვლენაა. ჩვენ ვიცნობთ ყველა იმ მწვრთნელსა და ფეხბურთელს, რომლებიც “ბარსას” ორბიტაზე იმყოფებიან, თუმცა ჩვენი მწვრთნელი კუმანია და მისი წასვლის გადაწყვეტილება არასდროს მიმიღია, ვფიქრობ, რომ ნდობას იმსახურებს.
მოკლედ კიდევ ერთხელ დაგვერხა, და ეხლა კაი ხნით.
ეხლა საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ეს არის თაღლითი აფერისტი. კუმანის აქ ყოფნით მოხარულები ვართო, ამას, რომ იტყვის ის არ არის გაიძვერა? ამ ინტერვიუში რამდენი ტყუილიც თქვი, იმდენი დედის წიოკი შენ და შენს ოჯახს შე არაკაცო. ბართოს მერე როგორ წარმოვიდგენდი თუ ეს მაგაზე უარესი იქნებოდა. ახლა გასაგებია თუ რატომ დაუჭირა მხარი ამას ბართომ.
ახლა რაღადროსია თორე ბართომეუ რომ ყოფილიყო დარწმუნებული ვარ ამ დღეში არ ვიქნებოდით. ამ არაკაცმა ლაპორტამ მესიდან დაწყებული ფანებით დამთავრებული ყველა მოატყუა, ახლაც ვერ ვიჯერებ როგორ უნდოდა მესის უფასოდ ეთამაშა და დემბელეს ან ლუკღლეიონგს მილიონები აეღო
ხო აი უფასოდ ითამაშებდა და ტრაკსაც აგილოკავდა.რაის ჰოლანდი,პოგბა,პლმო და ტენ ჰააგი,არაფრის ტრაკი ამს არ აქვს.
ნეიმარი ვერ დაგეხმარებოდათ და ლუკდეიონგი კი ხო, მიგაფრთხე სულში შე არაკაცო
ძაან არასწორად იბაზრა მესის საკითხში. ასე რბილად იწყებენ პოლიტიკოსებიც ნიადაგის შემზადებას და მერე უფრო მძაფრად მიდის გადაბრალებები. ტიპმა მესის კლუბისადმი სიყვარული ფულზე გაატარა ფაქტობრივად და თქვა რომ ფული აირჩია და უფასოდ დარჩენა შეეძლო. კანონმდებლობით ხო აკრძალულია ისედაც 50 პროცენტზე მეტის დაკლება ხელფასის ესპანეთში. ეგეც რომ არ იყოს ყველანაირად გამოიყენეს მისი სახელი არჩევნების დროს. ათას რამეს დაპირდნენ. ათასი წურბელა ყავდათ გუნდში და იმათ უხდიდნენ ხელფასებს. ტიპმა გაინახევრა ხელფასი. არადა მარტო ათრევდა გუნდს და გამოჩნდა კარგად ამ სეზონში რომ ბევრად მეტად ათრევდა თურმე ვიდრე ჩვენ გვეგონა და ამ ყველაფრის მერეც რომ გაინახევრა კიდე უფასოდ ეთამაშა? მახსოვს თქვა ლაპორტამა ხლა სულ რომც შეიცვალოს ლა ლიგიდან დარეგისტრირების უფლებაზე ამბავი მაინც ვეღარ მოესწრებაო. ანუ მესის რაც უთხარით დაიკელიო დაიკლო. მერე ფიზიკურად რეგისტრაცია ვეღარ მოესწრებაოო და ბლა ბლა ბლა და ეს მესიზე თან კბენა და თან ტრაკის თამაში რა უბედურებაა ბლიად. კი გნიდა ტიპი ხარ მარა გამოცდილებაც გაქვს და რატო ილახავ რეპუტაციას ასეთი ძიშოვი ლაპარაკით
აბა თქვენ იცით…დუმილის უფლებას ვიყენებ!…
დეშამმა გააშიშვლა გუშინ მარტინესის სახე, 0:2 დან რომ დაუტრიალა;
საშუალო დონის მწვრთნელი გაუშვას ესპანიოლებში და ჟირონებში, თუ მაინცდამაინც კატალონიაში მუშაობა უნდა
ბარემ შენი რჩეული მარტინესიც მოგვიკითხე ლაპორტ მენტალურად ამაღლებული სიყვარულით და ორივეს ერთად ….. გამზდელიიიიიი