ინგლისურმა გამოცემა The Guardian-მა 2004 წელს დაბადებული 60 ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელი დაასახელა, რომელშიც “ბარსელონადან” გავი და ემრე დემირი მოხვდნენ.
პაბლო პაეს გავირა “ბარსა ბ-ში” ირიცხება, თუმცა მიმდინარე სეზონში “ლურჯ-ბროწეულისფერთა” პირველი გუნდის მაისური არაერთხელ მოირგო. გუშინ მან ესპანეთის ნაკრებში სადებიუტო შეხვედრაც ჩაატარა.
რაც შეეხება ემრე დემირს, “ბლაუგრანამ” ახალგაზრდა შემტევი “კაიზერისპორიდან” 2 მილიონ ევროდ შეიძინა. 17 წლის ფეხბურთელი თურქულ კლუბში რჩება, მას “ბარსელონაში” გადაბარგება ზამთარში ან ზაფხულში შეუძლია.
მომავალი კარგია, მაგრამ დღესაც ხო უნდა გავაკეთოთ რაღაცა, რეალს ორი წლის წინ კლასიკოებში გავუსწორდით და ეს ორი წელია ისევ წინ გავუშვით, თავმოყვარეობა ხო უნდა ქონდეთ ცოტა მაინც.
ხავი ლეგენდა
საქმე მაქ რაღაც, აქ ვერ გეტყვი, პმ შემომეხმიანე ძაან გთხოვ თუ ნახავ მეგობარო ამ კომენტარს.