workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონა ანდრე ონანას სიტუაციას აკვირდება

ბარსელონა ანდრე ონანას სიტუაციას აკვირდება

Mundo Deportivo-ს ცნობით, “ბარსელონას”, “აიაქსის” მეკარის, ანდრე ონანას დაბრუნება სურს, თუმცა, ამისთვის კატალონიელებს კონკურენციის გაწევა “ინტერისათვის” მოუწევთ.

წყაროს ინფორმაციით, 25 წლის კამერუნელის გარემოცვა რომელიმე კლუბთან შეთანხმებას უარყოფს.

კატალონიური გამოცემის თანახმად, ონანა “ბარსაში” დაბრუნებას ისურვებდა, მაგრამ, ამავდროულად, მას კარგი სპორტული პროექტიც სჭირდება.

ახალგაზრდა ფეხბურთელი 2022 წლის 30 ივნისს თავისუფალი აგენტი ხდება, შესაბამისად, მისი უფასოდ დამატება იქნება შესაძლებელი.

ანდრე ონანა “ლა მასიას” აღზრდილია – იგი “ლურჯ-ბროწეულისფერთა” აკადემიაში 2010/15 წლებში ირიცხებოდა. თავდაპირველად, კამერუნელი ფეხბურთის თამაშს სამუელ ეტო’ოს აკადემიაში იწყებდა, რის შემდეგაც “ბლაუგრანაში” გადმოვიდა, 2015 წლიდან კი პროფესიონალური კარიერა ამსტერდამელთა რიგებში დაიწყო.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (2)

  • nika 54
    schedule 07 ოქტ 2021, 17:23
    #2

    ხო მარტო მეკარის პოზიცია გვაქვს სუსტი წერტილი! მიდი ლაპორტ შეუბერე, ალბათ კუმანმა გითხრა ეგ მაკლია ტოპ გუნდისთვისო?

  • me da barca
    schedule 06 ოქტ 2021, 21:39
    #1

    ლაპორტას დევიზია: "მუქთი იყოს, კუბო იყოს".