workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ადამიანი, რომელმაც ჩავი აღმოაჩინა: მასზე უკეთესი არავინაა

ადამიანი, რომელმაც ჩავი აღმოაჩინა: მასზე უკეთესი არავინაა

როცა “ბარსელონაში” მწვრთნელის შეცვლაზე მიდგება საქმე, ერთ-ერთი კანდიდატი მუდამ ჩავი ერნანდესია. ახლა კი, როდესაც რონალდ კუმანის პოზიციები შერყეულია, რა თქმა უნდა, მისი სახელი კვლავ ჟღერს.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს ჩავის აღმომჩენი, ჟუან ვილია აკეთებს:

ლაპორტა ფიქრობს, რომ ჩავის “ბარსას” გასაწვრთნელად საკმარისი გამოცდილება არ აქვს? არა, ის მზადაა. ჟოანის ნამდვილად არ მესმის. მან საარჩევნო კამპანიის დროს უამრავი დაპირება გასცა, რომელიც არ შესრულებულა. ახლა, მას არ ვენდობი.
ეჭვი არავის ეპარება, რომ ერნანდესი “ბლაუგრანას” სტილისთვის საუკეთესო ვარიანტია, რადგან ის ამ ფილოსოფიას ბავშვობიდან მიჰყვება და მას ახლაც იყენებს – “ალ სადი” ზუსტად “ბარსელონასავით” თამაშობს. თუ ამასთან დაკავშირებით ლაპორტას რაიმე კითხვის ნიშანი აქვს, მას ვერ ვენდობი.
ამჟამად კატალონიური კლუბი რთულ ვითარებაშია და, ვფიქრობ, ჩავის მოსვლისთვის სწორი დროა – თუ პროექტი გრძელვადიანი იქნება, ეს შესაძლებელია. მაგრამ, თუ გუნდი ამ ვითარებიდან გამოსვლას მცირე დროში გეგმავს, იგივეს ვერ ვიტყვი. ეს ყველაფერი ჩემი აზრია, ერნანდესთან არ მისაუბრია.
რობერტო მარტინესი, ერიკ ტენ ჰაგი ან ანდრეა პირლო? არცერთი მათგანი არაა იმის გარანტია, რომ კლუბს ძველ სიმაღლეებზე დააბრუნებს – დაუბრუნებს იმ არსს, რომელმაც “ბარსა” მსოფლიოში საუკეთესოდ აქცია. ჩავიზე უკეთესი არავინაა.
sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (6)

  • nika 54
    schedule 06 ოქტ 2021, 11:15
    #6

    რა არ მოსწონს ამ კაცს, ჩავიში. რატო არ უნდა მოიყვანოს, რა ლაპორტას იქით გააგდებს თუ რა პრობლემა აქვს.

  • Norman Bates
    schedule 05 ოქტ 2021, 21:57
    #5

    ივანიშვილს აჯობა ლაპორტამ გადაგდებაში, განა არ იცის რომ ჩავი საუკეთესო კანდიდატია მაგრამ ჯიბრზე არ აკეთებს იმიტომ რო ფონტის იდეა იყო

  • azulgerana
    schedule 05 ოქტ 2021, 21:02
    #4

    მართალია ეს კაცი

  • ROUCH
    schedule 05 ოქტ 2021, 20:35
    #3

    ეს თავისი ახირებები და წიკები დაღუპავს ლაპორტას რატომღაც მგონია ვერ ჩაამთავრებს საპრეზიდენტო ვადას და არ გამოვრიცხავ ციხეც ხეხოს მესის საქმეში მთლად სუფთა ვერ იქნება უპოვიან რამეს

  • Fc Barca Batumi
    schedule 05 ოქტ 2021, 19:59
    #2

    100 კი არა, 1000% სიმართლეა!
    ჩავია ყველაზე საიმედო და საუკეთესო ვერსია!

  • Davita
    schedule 05 ოქტ 2021, 19:57
    #1

    ხოდა შეაგროვეთ ისევ ხელმოწერები და მოაშორეთ ეს მატუუარა ლაპორტა