ანდრეა პირლო: გვარდიოლამ მითხრა, რომ ბარსაში ჩემი ხილვა სურდა

ანდრეა პირლო: გვარდიოლამ მითხრა, რომ ბარსაში ჩემი ხილვა სურდა

ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა, ანდრეა პირლომ ის პერიოდი გაიხსენა, როდესაც პეპ გვარდიოლა მის “ბარსელონაში” გადაბირებას ცდილობდა.

“მილანს” შანსი ჰქონდა, რომ იბრა გაეფორმებინა და გვარდიოლამ მას სთხოვა, რომ გაეგო შემეძლო თუ არა მე “ბარსელონაში” გადასვლა. ჩვენ მის ოფისში ცოტა ხნით ვისაუბრეთ, თუმცა შემდეგ იბრა ჩამოვიდა და ისიც “მილანში” დარჩა. გვარდიოლამ მითხრა, რომ სურდა მის გუნდში ვეხილე. ის მიცნობდა მე, რადგან ის “ბრეშაში” თამაშობდა, მიუხედავად იმისა, რომ ერთად არ გვითამაშია. ძალიან ამაყი ვიყავი იმით, რომ მან ოფისში მიმიწვია სასაუბროდ, მიუხედავად იმისა, რომ საბოლოოდ არაფერი გამოვიდა. ეს საკმაოდ ტექნიკური იქნებოდა, იქ სერჟიო ბუსკეტსიც იყო. ეს შესანიშნავი გამოცდილება იქნებოდა, მაგრამ, საბოლოოდ, სხვა ბევრ ჩემპიონთან ერთად “მილანში” დავრჩი, ასე რომ თავს ბედნიერად ვგრძნობდი.

 – თქვა პირლომ.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (4)

  • Rick Sanchez
    08 დეკ 2023, 02:20

    იმ ტრიოს დაშლას ნამდვილად ჯობდა ამ კაცისთვის უარის თქმა.

  • nikusha
    07 დეკ 2023, 00:32

    ბუსი-ხავი-ინიესტას ტრიოში ამას შანსი ნაკლებად მიეცემოდა და გაფუჭდებოდა ასეთი დიდი ლეგენდა

  • Gaucho andy
    Gaucho andy ® ვეტერანი
    07 დეკ 2023, 00:18

    პირლოო ❤️🖤❤️
    ეხლა იყოს ის პირლო ამ ბარსაშიი 💙❤️💙

  • nika 54
    06 დეკ 2023, 19:35

    როგორი პატივისცემით საუბრობს, იქ ბუსკეტსიც იქნებოდა და ეს შესანიშნავი გამოცდილება იქნებოდაო. ამას ამბობს მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველი.