“სანტოსის” პრეზიდენტმა, ლუის ალვარო დე ოლივეირამ ისაუბრა იმ კლუბების შესახებ, რომლებიც დაინტერესებულები არიან ბრაზილიელი ნეიმარის შეძენით.
“როსელი დამიკავშირდა ნეიმარის ტრანსფერთან დაკავშირებით, თუმცა ჩვენ არ ვაპირებთ საკუთარი ფეხბურთელის გაყიდვას მინიმუმ მომავალი წლის დასაწყისამდე.”– განაცხადა ოლივეირამ.
ბრაზილიური კლუბის პრეზიდენტმა ისიც აღნიშნა, რომ ნეიმარის საკუთარ რიგებში ხილვით “რეალის” გარდა კიდევ სხვა კლუბებიც არიან დაინტერესებულნი. “დიახ, “რეალი” ნამდვილად არ არის ერთადერთი კლუბი, ვისაც ნეიმარის შეძენა სურს. ჩვენი ფეხბურთელის მიმართ მადრიდელთა გარდა ინტერესს იჩენენ “ჩელსი”, “პსჟ”, “იუვენტუსი” და “ბარსელონა”.”
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე ზაფხულს ბრაზილიელი ნეიმარის გადაბირებასთან ყველაზე ახლოს მადრიდის “რეალი” იყო, თუმცა კლუბების პრეზიდენტები სატრანსფერო ფასთან დაკავშირებით ვერ შეთანხმდნენ. ბრაზილიელები თავიანთ ფეხბურთელში 45 მილიონ ევროს ითხოვენ.



