4 ბარსელონელი ლა ლიგის თვის სიმბოლურ გუნდში

4 ბარსელონელი ლა ლიგის თვის სიმბოლურ გუნდში

WhoScored-მა ესპანეთის ჩემპიონატის სექტემბრის თვის სიმბოლური ნაკრები შეადგინა, რომელშიც, რა თქმა უნდა, “ბარსელონას” ფეხბურთელებიც მოხვდნენ.

ლა ლიგის თვის სიმბოლურ გუნდში “ბარსადან” ოსკარ მინგესა, რონალდ არაუხო, სერჟინიო დესტი და მემფის დეპაი მოხვდნენ. WhoScored-ის შერჩეულ თერთმეტეულში ყველაზე მეტი წარმომადგენელი (4) სწორედ “ბლაუგრანას” ჰყავს. მას მოსდევენ “რეალი” (2), “სოსიედადი” (2), “ბეტისი” (1), “რაიო” (1) და “გრანადა” (1).

ლა ლიგის სექტემბრის თვის სიმბოლური ნაკრები ასე გამოიყურება: მაშიმიანუ (გრანადა), მინგესა (ბარსელონა), არაუხო (ბარსელონა), ელუსტონდო (სოსიედადი), დესტი (ბარსელონა), ფექირი (ბეტისი), ტრეხო (რაიო), ოიარსაბალი (სოსიედადი), ვინისიუსი (რეალი), ბენზემა (რეალი), დეპაი (ბარსელონა).

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (6)

  • nika 54
    schedule 03 ოქტ 2021, 14:14

    ყველაზე მეტი ჩვენი ფეხბურთელია და ყველაზე ცუდ ფეხბურთს ჩვენ ვაჩვენებთ.

  • CuleMan77
    schedule 03 ოქტ 2021, 01:19

    ანუ სადაც ჩვენი დაცვა ხვდება სიმბოლურში სხვები რადღეში არიან წარმოგიდგენიათ?

  • M10 S9 D11
    schedule 02 ოქტ 2021, 22:09

    ბიჭო სიმბოლურში სამიდან ოთხი მცველია მოხვედრილი და რანაირად გაგვდის გოლები??

  • alen halilovic
    schedule 02 ოქტ 2021, 20:30

    ღადაობენ… ან ჩვენ დაგვცინიან მაგრად, ან თავიანთ თავს

  • Mess cue un club1889
    schedule 02 ოქტ 2021, 20:13

    კიდევ ერთხელ დადასტურდა თუ რა ბანძი ჩემპიონატია ლა ლიგა 4 ფეხბურთელი ყავს ბარსას თვის საუკეთესო გუნდში გუნდს რომელმაც მთელ სექტემბერში მარტო ორი თამაში მოიგო და ვიხსენებ მინგესამ და დესტმა რატო,რითი რა კრიტერიუმით დაიმსახურეს ამ გუნდში მოხვედრა და ვერ ვხვდები აი ძაან *რაკშია საქმე ძაან დარხეული აქვს ლა ლიგას

  • EL MAESTRO 6
    schedule 02 ოქტ 2021, 19:15

    მინგეზას არაუშავდა მაგრამ რაის დესტი.. ტიპმა ერთი თამაში ჩაატარა მარტო კარგად და ისიც ლევანტესთან..დეპაი ,არაუხო იმსახურებდნენ მართლა