workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონამ კიდევ ერთი მწვრთნელის კანდიდატურა განიხილა, რომლის ვინაობაც არ სახელდება

ბარსელონამ კიდევ ერთი მწვრთნელის კანდიდატურა განიხილა, რომლის ვინაობაც არ სახელდება

“ბარსელონას” რონალდ კუმანის გაშვება გადაწყვეტილი აქვს და მის შემცვლელს აქტიურად ეძებს. მწვრთნელობის კანდიდატებად ჩავი ერნანდესი, რობერტო მარტინესი, ანდრეა პირლო, მარსელო გალიარდო და რალფ რანგნიკი დასახელდნენ.

ჟურნალისტ ჩავი კამპოსის ინფორმაციით, კატალონიურმა კლუბმა კიდევ ერთი სპეციალისტის ვარიანტი განიხილა, რომლის ვინაობაც არ სახელდება. ცნობილი მხოლოდ ისაა, რომ მწვრთნელი ცენტრალური ევროპის რეგიონიდანაა.

ზემოთ ჩამოთვილი კანდიდატებიდან, მარსელო გალიარდომ განაცხადა, რომ “რივერ პლეიტის” დატოვებაზე არ ფიქრობს, რობერტო მარტინესმა კი “ბარსას” ჩაბარება არ გამორიცხა. გავრცელებული ცნობებით, ჟოან ლაპორტა უპირატესობას ანდრეა პირლოს ანიჭებს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (6)

  • nika 54
    schedule 02 ოქტ 2021, 16:32

    მე ვერ ხვდები რანაირად არჩევს ეს მწვრთნელებს, შეიგულა 5-6 კაცი და ეხლა რა? სათითაოდ დაიბარებს და მის გეგმებს გაეცნობა თუ რა ჯანდაბა უნდა. აარჩიოს ერთი და დაუძახოს ოღონდ ეს ქლიავი გაუშვას.

  • Gigi
    schedule 02 ოქტ 2021, 09:55

    ანუ რახანს ვიღაცა Xკაცი არსებობს დაივიწყეთ ვინც დასახელებულია უკვე სავარაუდოდ ამ Xმენთან შეთანხმებულია უკვე ნუ იმედია ეს უცნობი ვიღაც ბადრი შუბლაძე არ იქნება და მაესტროს ნაცვლად ვინმე კოკოჯამბოს არ შემოგვაჩეჩებენ ისე ბოლოს უცნობი კაცი ფელიში მეგონა და ყ.ე იონგი აღმოჩნდა და რავიცი ყველაფერია მოსალოდნელი ამათგან

  • Norman Bates
    schedule 02 ოქტ 2021, 02:10

    ციტატა: JustBarcaLover

    ციტატა: Fc Barca Batumi
    პირლოო არაააააააა! კაით რაააა რა სიჯიუტეაააა!!!
    პირლოს ანდობს, რომელსაც რონალდუც ყავდა და იუვეს ჩემი ფეხები?


    პირლომ შეიძლება ბარსა აათამაშოს რადგან იუვეში რო იყო შემტევ ფეხბურთს ათამაშებდა და იუვეს ეგეთი ფეხბურთი არასოდეს არ ქონდა ნათამაშები იუვე სულ დაცვითი გუნდი იყო და მაგიტომაც ვერ აათამაშა იუვე და ბარსელონა შემტევი გუნდია და ზუსტად შესაფერისია შეიძლება ბარსა აათამაშოს


    თავს ნუ იტყუებ

  • Prometheus
    schedule 02 ოქტ 2021, 00:46

    მე პირადად რანგნიკს ჩავაბარებდი გუნდს . 2-3 წელი მაინც ვერაფერს მოვიგებთ და საფუძვლის ჩაყრა ამ კანდიდატებიდან მაგაზე უკეთესად არავინ იცის . თან აღარ ამართლებენ ეს ძველი ბარსელონელები მწვრთნელებად , ან ჯიუტად ისევ იგივე გზას უნდა მივყვეთ ან კიდე ძირეულად შევცვალოთ სტილი და გერმანელებს ჩავაბაროთ გუნდი. ფაქტი ისაა რო ამ ეტაპზე ყველაზე წარმატებული სამწვრთნელო სკოლა გერმანელებს აქვთ , რაშიც დიდი წვლილი რანგნიკისაა ზუსტად

  • nikusha
    schedule 02 ოქტ 2021, 00:25

    ჩავი უნდა იყოს პირველი კანდიდანტი თუ არა იყოს მარტინესი პირლოს კი მირჩევნია მე პირადად ოღონდ ანრისთან ერთად.

    გალიარდოსაც მივესალმები, შნოიდერსაც და გარსია პიმიენტას კიდე

  • Fc Barca Batumi
    schedule 02 ოქტ 2021, 00:14

    პირლოო არაააააააა! კაით რაააა რა სიჯიუტეაააა!!!
    პირლოს ანდობს, რომელსაც რონალდუც ყავდა და იუვეს ჩემი ფეხები?